ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სახელმწიფო სახსრების მითვისებისთვის ჰიგიენას ყოფილი ხელმძღვანელი დააკავეს
მარიამ მინაძე
6 მარტი, 2017, 17:18
სახელმწიფო სახსრების მითვისებისთვის ჰიგიენას ყოფილი ხელმძღვანელი დააკავეს

თბილისი (GBC) - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული, შპს „ჰიგიენას“ ყოფილი ხელმძღვანელი, ირაკლი ცეცხლაძე ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულმა  მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა კომპანიის ანგარიშზე არსებული, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა, რაც უნდა მოხმარებოდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში თანამედროვე ნაგავსაყრელის მშენებლობას.

ბრალდებულის  დაკავებისას ამოღებული  იქნა თანხის ნაწილი. სასამართლომ უკვე იმსჯელა აღმკვეთ ღონისძიებაზე და ბრალდებულს დაპატიმრება შეეფარდა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები