| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალ ოფისს კომპანია „საბა კონსტრაქშენი“ ააშენებს.
ტენდერი, რომლითაც კომპანია შეირჩა, უკვე დასრულდა.
ტენდერში მონაწილეობა სამმა კომპანიამ მიიღო. მონაწილეებიდან, ყველაზე დაბალი ფასით შპს ,,საბა კონსტრაქშენმა’’ გაიმარჯვა (4`980`000 ლარი) , რომლის შემოთავაზებული ფასი და წინადადება სრულად შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს.
გამარჯვებულ კომპანია სამუშაოების შესრულებას 3 მარტიდან შეუდგა.
საჯარო რეესტრის ახალი ოფისი დიდი ხეივნის N3 -ში (იუსტიციის სამინისტროს მომიჯნავედ) განთავსდება. საერთო სამშენებლო ფართობი 18045 კვ.მეტრს შეადგენს. შენობის მიმდებარე ტერიტორია კეთილმოეწყობა და გამწვანდება.
ამჟამად საჯარო რეესტრის ცენტრალური აპარატის თანაშრომლები სამსახურებრივ ფუნქცია-მოვალეობებს 3 ლოკაციაზე: აღმაშენებლის გამზირი N89/24 , წმ. ნიკოლოზის N2 და თბილისის იუსტიციის სახლში ასრულებენ. ახალ შენობაში საჯარო რეესტრის გარდა, იუსტიციის სამინისტროს სსიპ “სმარტ ლოჯიქის“ ოფისიც განთავსდება.
თანამშრომლების ერთ ოფისში განთავსება მნიშვნელოვნად შეამცირებს ადმინისტრაციულ ხარჯებს, დაზოგავს დროს და გაზრდის შესრულებული სამუშაოს ხარისხს.
სამშენებლო სამუშაოები 2018 წლის დეკემბერში დასრულდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss