| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თევზის მწარმოებელი, ესპანური კომპანია Dibaq საქართველოში შემოსვლას განიხილავს.
კომპანიის მენეჯმენტმა თავის საწარმოში საპარტნიორო ფონდის დელეგაციას უმასპინძლა, რომელიც დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით ესპანეთში საქმინი ვიზიტით იმყოფება.
დელეგაციის წევრებმა თევზის მოშენებისა და წარმოების კომპლექსი მოინახულეს. დაათვალიერეს ლაბორატორია და თევზის საკვების საწარმო.
ფონდის ცნობით, Dibaq-ი საქართველოში ინვესტირებით არის დაინტერესებული და საპარტნიორო ფონდთან ერთად შავი ზღვის სანაპიროზე თევზის წარმოების განვითარებისა და საწარმოო კომპლექსის მშენებლობის შესაძლებლობას განიხილავს.
მხარეებმა ასევე, საქართველოში წარმოებული თევზის იაპონიასა და ევროპაში ექსპორტის პერსპექტივაზეც გაამახვილეს ყურადღება. საუბარია ყვითელკუდას (Amberjack) თევზის სახეობასთან დაკავშირებით, რომელზეც დიდია მოთხოვნა მსოფლიო ბაზარზე.
საქართველოს თევზის წარმოებაში მსხვილი საინვესტიციო პროექტის განხორციელების მიზნით შეხვედრა შედგა ესპანეთის ბიზნეს კომპანიების ასოციაციის მენეჯმენტთან. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვისთვის ესპანური ექსპორტ-იმპორტის სააგენტოს CESCE-ას ჩართულობის საკითხები განიხილეს.
საპარტნიორო ფონდის დელეგაციის საქმიანი ვიზიტი ესპანეთში გრძელდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss