ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ავტობანის რიკოთის მონაკვეთზე ახალი გვირაბების გაყვანა მოხდება
2 მარტი, 2017, 14:08
ავტობანის რიკოთის მონაკვეთზე ახალი გვირაბების გაყვანა მოხდება

თბილისი (GBC) – ავტობანის რიკოთის მონაკვეთზე ახალი გვირაბი აშენდება - რამდენიმე ალტერნატივის განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება მიღებულია.

პროექტის განხილვა 10 მარტს არის დაგეგმილი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიორგი სეთურიძე ამბობს, რომ აღნიშნული მონაკვეთი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე რთულ უბანს და დაგეგმილია 4 ზოლიანი, ორმაგი სავალი ნაწილი გზის გაყვანა ჩუმათელეთიდან  სოფელ ხევამდე. გზის მშენებლობის დაფინანსებისთვის მოლაპარაკებები 5 დონორთან მიმდინარეობს, მათ შორის, მსოფლიო ბანკთან, ევროპის საინვესტიციო ბანკთან და სხვა. მისი თქმით, არსებულთან შედარებით 20 კმ-ით მეტი გვირაბის მშენებლობაა დაგეგმილი.  

პროექტი ითვალისწინებს რიკოთის ქედის უღელტეხილზე დამატებითი გვირაბების გაყვანას, არსებულთან  ახლოს. სამუშაოების დასრულების შემდეგ ორივე გვირაბში შესაძლებელი იქნება ორზოლიანი, ცალმხრივი სატრანსპორტო მოძრაობა.

„ორი გვირაბის მშენებლობა დაგეგმილია საპროექტო ტერიტორიის 11.2 კმ ზონაში, რომელთა სიგრძეც შესაბამისად, 0.7 კმ და 1.7 კმ-ია. ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ეტაპზე შემოთავაზებული იქნა რვა არსებული და ახალი ხიდების გამოყენება. ამ ხიდების სიგრძე და მდებარეობა შეიძლება, შეიცვალოს დეტალური პროექტის მიხედვით“, - ნათქვამია პროექტში.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები