| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - აღმოსავლეთ უკრაიანში დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქვანახშირის მიწოდების ბლოკადამ უკრაინულ კომპანიებს პრობლემები შეუქმნა.
„აზოვსტალი“ იძულებულია ქვანახშირი რუსეთსა და აშშ-ში შეიძინოს, - განაცხადა უკრაინის პრემიერთან შეხვედრაზე „აზოვსტალის“ გენერალურმა დირექტორმა ენვერ ცქიტიშვილმა. მან აღნიშნა, რომ ბლოკადის დაწყებიდან კომბინატმა უკვე 3,6 მლნ დოლარის ზარალი მიიღო.
ენვერ ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ ქვანახშირის მიმწოდებლად ავსტრალიასაც განიხილავდნენ, თუმცა „ის უფრო შორსაა და უფრო ძვირია”.
სავაჭრო ბლოკადა დონბასსა და ლუგანსკთან გასული წლის დეკემბრის ბოლოს დაიწყეს.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დონბასის რეგიონთან დამაკავშირებელი სარკინიგზო მარშრუტების ბლოკადის გარშემო, უკრაინაში დაძაბულობა მწვავდება.
სეპარატისტებმა უკვე გამოაცხადეს, რომ 1 მარტიდან თავიანთ კონტროლს უქვემდებარებენ საწარმოებს, რომლებიც მათ ტერიტორიაზე მდებარეობს, ხოლო უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენი ავაკოვმა გამოაცხადა, რომ კიევმა ბოლო უნდა მოუღოს ბლოკადას, თუნდაც საამისოდ ძალის გამოყენება დასჭირდეს.
უკრაინელი აქტივისტები, მათ შორის ნაციონალისტი პარლამენტარები და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ომის ვეტერანები, მათივე განმარტებით, ბლოკადის მეშვეობით ხელს უშლიან „სისხლიან ვაჭრობას“ სეპარატისტებთან.
ამასთან, ბლოკადა იწვევს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებთან სარკინიგზო მიმოსვლის თითქმის მთლიან პარალიზებას და უკრაინის მთავრობის მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიაზე ქვანახშირის ჩატანას, რაც მძიმე ზარალს აყენებს ქვეყნის ეკონომიკას.
შექმნილი პრობლემების ფონზე, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss