| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში ვიზიტს აფასებს.
ფონდის ვებგვერდზე გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ სსფ საქართველოს მთავრობის პროგრამას იწონებს, მიიჩნევს, რომ ხელისუფლების პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს მიაღწიოს ინკლუზიური ზრდის მაღალ ტემპს, უზრუნველყოს ქვეყნის ფისკალური მდგრადობა, შეამციროს ეკონომიკის მოწყვლადობა საგარეო შოკების მიმართ, გააძლიეროს ფისკალური და მონეტარული ინსტიტუციები და გააუმჯობესოს ფინანსური და სოციალური დაცვის მექანიზმები.
ამასთან, დამტკიცებული პროგრამა "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმი" მხარს უჭერს ხელისუფლების ეკონომიკურ რეფორმებს.
პრესრელიზში აღნიშნულია, რომ სსფ-ს მისიამ და საქართველოს ხელისუფლებამ მიათწიეს შეთანხმებას 3 წლიანი პროგრამის დაწყების თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის 201.4 მილიონი ესდეერ-ის (SDR: Special Drawing Right); დაახლოებით 285 მილიონი აშშ დოლარის ანუ სსფ-ში საქართველოს ქვოტის 100 პროცენტის ტოლი თანხის გამოყოფას "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" (EFF) ფარგლებში. სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო საქართველოს საკითხს ა.წ. აპრილის შუა რიცხვებში განიხილავს.
აღნიშნულია, საქართველოს ეკონომიკის მდგრადობა, მიუხედავად 2014 წელს დაწყებული საგარეო შოკის გავლენისა და რომ, ეკონომიკური ზრდის შემდგომი მამოძრავებელი იქნება ხელისუფლების დაგეგმილი რეფორმების სწრაფი განხორციელება, რაც შექმნის კერძო ინვესტირებისათვის შესაფერის გარემოს, ხელს შეუწყობს პროდუქტიულობის და ექსპორტის კონკურენტუნარიანობის ზრდას.
"საშუალოვადიან პერიოდში უნდა განხორციელდეს ფისკალური კონსოლიდაცია, რომლის ფარგლებშიც არ შეფერხდება სახელმწიფო ინვესტიციები და სოციალური ხარჯები, ხოლო ქვეყნის ვალი შენარჩუნდება მდგრად დონეზე. 2017 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული მკაცრი ფისკალური ზომები ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევას ემსახურება. მთავრობა განახორციელებს მნიშვნელოვან ფისკალურ რეფორმებს საბიუჯეტო დისციპლინის შესანარჩუნებლად, ფისკალური წესების არსებული საზღვრების დაცვით. სსფ-ს მისია და საქართველოს ხელისუფლება შეთანხმდა საჯარო ფინანსების მართვის გაუმკაცრების მნიშვნელობაზე. კერძოდ, უნდა გაუმჯობესდეს ფისკალური რისკების გასაჯაროება და კონტროლი; გაგრძელდეს საგადასახადო სამსახურის გაძლიერება.
ფულად-საკრედიტო პოლიტიკა კვლავაც მართებულად მიმართული იქნება ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაზე. 2017 წელს ინფლაცია, სავარაუდოდ, გადააჭარბებს ეროვნული ბანკის სამიზნე მაჩვენებელს, რაც აიხსნება მსოფლიო სასაქონლოს ფასების მატებით, აქციზების ზრდით და გაცვლითი კურსის გაუფასურებით. გამოცხადებული მონეტარული პოლიტიკა ვითარების შესაბამისია და როგორც კი ერთჯერადი გავლენების მქონე მიზეზები გაილევა, 2018 წელს ინფლაცია დაუბრუნდება სამიზნე მაჩვენებელს. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი და მცურავი სავალუტო კურსი საქართველოს ეკონომიკისთვის შესაფერისია. გაგრძელდება გაცვლითი კურსის მოქნილობის უზრუნველყოფა, ხოლო სავალუტო ბაზარზე ჩარევა მოხდება მხოლოდ ზედმეტი რყევების შესამცირებლად და ბაზრის დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად. სსფ-ს მისია მიესალმება ლარის ლიკვიდურობის ინსტრუმენტების გაუმჯობესებას და სესხის საგარანტიოდ გამოსაყენებელი აქტივების ჩამონათვალის გაფართოებას, რაც ზრდის სანდოობას ეროვნული ბანკის მიერ ლიკვიდურობის მართვის შესაძლებლობის მიმართ.
გეგმები, რომელიც მიზნად ისახავს საბანკო რეგულირების და ზედამხედველობის შემდგომი გაძლიერებას, ფინანსური უსაფრთხოების ბადის და ბანკების გაჯანსაღების ფორმალური ჩარჩოს შექმნას აამაღლებს საფინანსო სექტორის მდგრადობას შოკების მიმართ და უზრუნველყოფს მის მიერ მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერას. ბანკების ზედამხედველობა კვლავაც გულმოდგინედ დააკვირდება სისტემურ და ლიკვიდურობის რისკებს. ეროვნული ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობით ჩამოყალიბდება დეპოზიტების დაზღვევის სისტემა. უნდა გადაიდგას ნაბიჯები ბანკის გაჯანსაღების ფორმალური ჩარჩოს და განსაკუთრებულ შემთხვევებში ბანკებისთვის ლიკვიდურობის მიწოდების მექანიზმის შესაქმნელად", - ნათქვამია სსფ-ს მისიის პრესრელიზში, აღნიშნულია რომ მთავრობის მიერ შემუშავებული რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა სათანადო ყურადღებას ამახვილებს მდგრადი ეკონომიკური ზრდის მიღწევაზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss