ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ტექნოლოგიურად და არქიტექტურულად კიდევ უფრო დახვეწილი - ვისოლი ავტობანზე მეორე კომპლექსის პროექტს იწყებს
1 მარტი, 2017, 18:50
ტექნოლოგიურად და არქიტექტურულად კიდევ უფრო დახვეწილი - ვისოლი ავტობანზე მეორე კომპლექსის პროექტს იწყებს

თბილისი (GBC) – „ვისოლ ჯგუფი“ ავტობანზე მეორე „მინი ქალაქს“ მომავალ წელს გახსნის.

ტექნოლოგიურად და არქიტექტურულად კიდევ უფრო დახვეწილი ობიექტის მშენებლობაში რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია ჩაიდება- ბიზნესმენი სოსო ფხაკაძე ამბობს, რომ ეს ინვესტიცია ისეთივე გამართლებული იქნება, როგორც წლების წინ, გორის ობიექტის მშენებლობისას. მაშინ  გარისკეს, რამაც გაამართლა. 

"ბიზნესში თუ გაბედული ნაბიჯები არ გადადგი ისე ბიზნესს ვერ გააკეთებ. ბიზნეს 100 კაციდან 100-ვე არ აკეთებს, ხომ? ადამიანების, რომლებიც ბიზნესს იწყებენ, საკუთარ თავზე ძალაინ დიდ რისკებს იღებენ. თუ რისკებს არ მიიღებ, მეწარმეობა არ შედგება. არ ვიცი მსოფლიოში ისეთი ბიზნესი, რომელიც არ იყოს რისკთან და ამ რისკის საკუტარ მხრებზე აღებასთან დაკავშირებული", - ამბობს ვისოლის დამფუძნებელი. 

ავტობანზე, თერჯოლასთან  ახლოს, დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის მშენებლობისთვის გარკვეული სამუშაოები უკვე ჩატარებულია. კომპლექსის დაგეგმვისას ჯგუფს 5 წლიანი გამოცდილება დაეხმარა და სავაჭრო სივრცეებიც უფრო დიდი ზომის იქნება. 

„ არქიტექტურაში გამოყენებული იქნება მეტ-ნაკლებად იგივე ფორმები, უბრალოდ, ისეთი წახნაგოვანი და მაღალი არ იქნება, როგორც გორის ობიექტი, მაგრამ ერთიანი არქიტექტურული სტილი შენარჩუნდება. ახალი კომპლექსი უფრო მარტივი და დახვეწილი იქნება, თუმცა იმ ანსამბლში ჩაჯდება რომელიც წარმოდგებლია გორში. ეს არის მხოლოდ ჩვენი ობიექტი, ეს არის სახე ჩვენი ქვეყნისა“, - განაცხადა GBC-სთან საუბრისას სოსო ფხაკაძემ და ამ სახის ობიექტებში ტურისტთა დიდ ნაკადზე აღნიშნა, რაც ვიზიტორების ზრდასთან ერთად, კიდევ უფრო იზრდება.

„გორის ობიექტში, რომელიც გახსნის დღიდან ძალაინ წარმატებულად მუშაობს, 40% უცხოელი მომხმარებელია.  ძალიან ბევრი დადებითი კომენტარი გვაქვს მიღებული როგორც ქართველებისგან, ასევე უცხოელებისგან, ძალიან გვიხარია, რომ ვაგრძელებთ ამ პროექტის განვითარებას და კიდევ უფრო საინტერესო იქნება ახალი კომპლექსი. როგორც ავღნიშნე, ტექნოლოგიურად კიდევ უფრო დახვეწილი იქნება, გაიზრდება ჩვენი სავაჭრო ობიექტების ზომაც,  იმიტომ რომ უფრო მეტია მოთხოვნა, ვიდრე მიწოდება“, - ამბობს ბიზნესმენი, აღნიშნავს, რომ თერჯოლასთან მომხმარებელთა დიდ  ნაკადის ელიან, რადგანაც ის დაახლოებით 200 კილომეტრით არის მოშორებული დედაქალაქს.  

სამომავლოდ, კომპანიაში მსგავსი კომლექსების გახსნას სხვა მარშრუტებზეც განიხილავენ. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები