| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სავალუტო ფონდის ახალი პროგრამის დაწყებას მთავრობის სწორ ნაბიჯებს უკავშირებენ მმართველ გუნდში.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციასთან მიღწეული შეთანხმება ცხადყოფს, რომ სსფ-მ მთავრობის რეფორმები მოიწონა.
"სავალუტო ფონდმა მოიწონა მთავრობის სტრუქტურული რეფორმები, რომელთა მიზანია მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება და ეკონომიკური ზრდის შენარჩუნდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალი სამი წლის განმავლობაში, მთავრობის ეკომიკური პროგრამის მხარდასაჭერად ინიცირებული იქნება ახალი პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებას. ამ ფარგლებში სავალუტო ფონდი უზრუნველყოფს 285 მილიონიანი ტრანშის გადმორიცხვას, რომელიც მიმართული იქნება ეროვნული ბანკის რეზერვების მხარდასაჭერად", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
შეგახსენებთ, სავალუტო ფონდი საქართველოში ახალ, 3-წლიან პროგრამას იწყებს. პროგრამას სსფ მხარს დაუჭერს „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“. საკითხზე სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო აპრილის შუა რიცხვებში იმსჯელებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss