| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – SAP -ის სტანდარტის დანერგვა „საქართველოს რკინიგზაში“ ეროვნული მნიშვნელობის პროექტია, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში დაგროვდა კომპეტენცია და გამოცდილება, რომ მსგავსი ინოვატორული პროექტები განხორციელდეს“, - აცხადებს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი, მამუკა ბახტაძე, აღნიშნავს, რომ რკინიგზის შვილობილი შეძლებს სხვა, კომერციულ კომპანიებსაც შესთავაზოს ეს სერვისი.
კომპანიის CEO ამბობს, რომ ახალი სისტემის დანერგვა გაზრდის კომპანიის ეფექტიანობას და განაპირობებს ხარჯების დაზოგვას, ასევე დაეხმარება ევროდირექტივების შესრულებაში.
,,თქვენ ვერ ნახავთ მსოფლიოში მსხვილ საწარმოს, რომელიც არ სარგებლობდეს ერთიანი მართვის SAP-ის პროდუქტით. ეს არის ყველაზე ცნობილი მწარმოებელი აღნიშნულ სექტორში და მათი პროდუქცია განსაკუთრებით წარმატებულია სარკინიგზო სექტორში. სწორედ ამიტომ გავაკეთეთ ჩვენც SAP-ზე არჩევანი. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვართ პირველი კომპანია პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელმაც დანერგა SAP-ის უახლესი თაობა. შედეგად, რკინიგზას პროექტის რეალიზაციის შემდეგ, ძალიან ხელშესახები შედეგები ექნება - დაახლოებით 10 % შემცირდება ჩვენი მარაგების მართვაში გადაწყვეტილებების მიღების დრო, გაცილებით დავხვეწავთ ძირითადი საშუალებების მართვის სისტემებს. ზოგადად, ეს ყველაფერი გამოისახება უფრო წარმატებულ ფინანსურ მაჩვენებლებსა და ეფექტურ მმართველობით გადაწყვეტიელბებში,“ - აღნიშნა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ.
აღსანიშნავია, რომ SAP S/4HANA-ს პროექტის დანერგვა პირველია პოსტსაბჭოთა სივრცეში სარკინიგზო დარგში. სისტემა კომპანიას სტრატეგიული გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებასა და საორგანიზაციო პროცესების მოქნილად მართვას ხელს შეუწყობს.
SAP S/4HANA-ზე გადასვლის გადაწყვეტილება საქართველოს რკინიგზამ 2015 წელს მიიღო. ჩატარებულმა აუდიტმა აჩვენა, რომ არასრული ავტომატიზაცია კომპანიის განვითრებას აფერხებს, ხელმძღვანელობას არ აძლევს შესაძლებლობას დაინახოს ბიზნესის სრული სურათი და მის საფუძველზე მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. მთავარი მიზანი, რომელიც პროექტის დასაწყისში დაისახა, იყო საკვანძო ბიზნეს-პროცესების მოდერნიზაცია ფინანსების, შესყიდვებისა და პერსონალის სარემონტო სამუშაოების ჩატარებამდე.
SAP-ზე არჩევანის გაკეთება ამერიკის, ევროპისა და დსთ-ს ქვეყნების წამყვან სარკინიგზო ოპერატორებთან ვენდორის გამოცდილებით იყო განპირობებული. მათ შორის არიან იტალიური კომპანია Trenitalia, ჰოლანდიური ProRail, კანადური Canadian Pacific. უშუალოდ S/4HANA-ს იყენებენ მსოფლიოს ისეთი წამყვანი კომპანიები, როგორებიც არიან Bosch, Fitbit, Horizon Pharma და სხვ.
ერთიანი სისტემის შესაქმნელად საქართველოს რკინიგზაში SAP S/4HANA-ს ბაზაზე დაინერგა გადაწყვეტილებების კომპლექსი - ახალი თაობის in-memory ERP სისტემა. ავტომატიზაციამ ძირითადი და დამხმარე ბიზნეს-პროცესების მთელი რიგი მოიცვა: ოპტიმიზირებული იყო მართვის აღრიცხვა, რემონტის, ტექნიკური მხარდაჭერისა და პერსონალის მართვის პროცესი.
განსაკუთრებული აქცენტი ბიუჯეტირების, დაგეგმარებისა და კონსოლიდაციის გადაწყვეტილებებზე გაკეთდა.
პროექტის რეალიზებაში მონაწილეობა მიიღო SAP MaxAttention-ის საერთაშორისო პრემიალური მხარდაჭერის ჯგუფმა, რომელმაც დასანერგი გადაწყვეტილების ხარისხის კონტროლი განახორციელა, გადაამზადა თანამშრომლები და კომპანიას დათქმულ ვადებში პროექტის დასრულებაში დაეხმარა.
სამომავლოდ, საქართველოს რკინიგზა გეგმავს: ავტომატიზირებული ბიზნეს-პროცესების რაოდენობის სამომავლო გაზრდას; საქართველოსათვის ლოკალიზაციის სისტემის შექმნას, რომელშიც შევა ქართული ინტერფეისი და რომელიც საქართველოს კანონმდებლობაზე იქნება მორგებული და ინოვაციური პროექტების ინტერნეტ საგნების კონცეფციის ბაზაზე რეალიზაციას.
გარდა ამისა, საქართველოს რკინიგზა საკუთარი ექსპერტიზის ცენტრის სერტიფიცირებას გეგმავს, რაც სისტემის ეფექტური თანხლების შესაძლებლობასა და დაინტერესებულ კომპანიებში მომსახურების დანერგვის შესაძლებლობას იძლევა.
"SAP-ისა და საქართველოს რკინიგზის ერთობლივი პროექტი - SAP-ის რეგიონში განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან ეს არის SAP S/4HANA-ის ბაზაზე ექსპლუატაციის პროდუქტიულ სისტემაზე პირველი გასვლა. ინტეგრირებული გადაწყვეტილება გაზრდის ბიზნესის გამჭვირვალობას, პროცესების ეფექტურობასა და აქტივების მართვას დასახული მიზნების მისაღწევად. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს რკინიგზის ტრანსფორმირების გამოცდილება მოთხოვნადი გახდება სხვადასხვა დარგებს შორის არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში,“ - აღნიშნა SAP SE-ის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში სტრატეგიულ დარგებთან მუშაობის დირექტორმა ალექსანდრე არნოლდმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss