| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საფინანსო ზედამხედველობის ეროვნულ ბანკში დაბრუნება მთავრობამ დონორი ორგანიზაციების რეკომენდაციით გადაწყვიტა - ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ სავალუტო ფონდი მიღებულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს.
ზედამხედველობის სებ-ში დაბრუნება ერთ-ერთი მთავარ საკითხთა შორის იყო, რაზეც ფინანსთა მინისტრმა ბრიფინგზე ისაუბრა.
აღნიშნა, რომ „მთავრობამ გაითვალისწინა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, მათ შორის, სსფ-ს რეკომენდაციები, აღარ დაელოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობას ამ საკითხზე და პარლამენტს საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის კვლავ ეროვნულ ბანკში დაბრუნების კანონპროექტი წარუდგინა.
“საბანკო რეგულირებისა და ზედამხედველობის შემდგომი გაძლიერება აამაღლებს საფინანსო სექტორის მდგრადობას და უზრუნველყოფს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერას,“- განაცხადა ქუმსიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ფინანსთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს სავალუტო ფონდის ფისკალურ დეპარტამენტთან და ითვალისწინებს მათ რეკომენდაციებს, რათა სამინისტროს მიერ შემუშავებული საგადასახადო პოლიტიკა სრულ შესაბამისობაში იყოს ფონდის წინადადებებთან და რეკომენდაციებთან.
პირველმა ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას და პირადად მერსედეს ვერა მარტინს გაწეული ნაყოფიერი მუშაობისათვის და იმ მხარდაჭერისათვის, რომელიც ფონდის მისიის მთელმა გუნდმა საქართველოს მიმართ გამოიჩინა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss