| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „იანვარში მიღწეული 5.2%-იანი ზრდა ადასტურებს, რომ მთავრობის რეფორმებმა წარმატებული სტარტი აიღო,“ - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, 2017 წლის იანვარ-თებერვალში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 1,317 მლნ ლარი, რაც 18,6%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. მნიშვნელოვნად დადებითი ტენდენციაა ფულად გზავნილებში, სადაც ზრდა 26.1%-ს შეადგენს. 2017 წლის იანვარში ტურიზმიდან შემოსავლები გაიზარდა 25%-ით, ამავე პერიოდში ექსპორტი წინა წელთან გაზრდილია 45%-ით.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, წლის დასაწყისში განვითარებული პოზიტიური ტენდენციები ადასტურებს, რომ მთავრობის მიერ განხორციელებული ფისკალური და სტრუქტურული რეფორმები, 4-პუნქტიანი გეგმა რეალისტური, ეფექტური, შედეგზე და ეკონომიკურ ზრდაზეა ორიენტირებული.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss