ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
დასაკუთრებული უძრავი ქონების ყველაზე დიდი წილი 55% კერძო მევახშეებზე მოდის
1 მარტი, 2017, 12:58
დასაკუთრებული უძრავი ქონების ყველაზე დიდი წილი 55% კერძო მევახშეებზე მოდის

თბილისი (GBC) -  ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ კრედიტორების მიერ დასაკუთრებული უძრავი ქონების შესახებ კვლევას აქვეყნებს.

მათი ინფორმაციით, იპოთეკით უზრუნველყოფილი რეალიზებული უძრავი ქონება 2016 წელს წინა წელთან შედარებით 359-ით (25.5%) გაიზარდა და 1,769 შეადგინა.

დასაკუთრებული უძრავი ქონების ყველაზე დიდი წილი 55% ფიზიკურ პირებზე, ე.წ. „მევახშეებზე“ მოდის, შედარებით მცირეა ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წილი, შესაბამისად 26% და 19%.

“კერძო მევახშეების სექტორი საქართველოში ლეგიტიმურია, მაგრამ ფაქტობრივად დაურეგულირებელი. პრობლემის აღმოსაფხვრელად სასურველია აღნიშნული სესხების ერთიან ბაზაში მოქცევა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, რაც გაზრდის კონკურენციას სეგმენტში და გამოიწვევს მსესხებლის პირობების გაუმჯობესებას“, - აცხადებს ორგანიზაცია, აღნიშნავს, რომ კერძო პირებისაგან მსესხებლები ძირითადად მცირე ბიზნესი და საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობაა და  კერძო მევახშეების მხრიდან საზოგადოება სერიოზულად ზარალდება.

ექსპერტებმა რეკომენდაციებიც შეიმუშავეს, მათ შორისაა:  საზოგადოებაში ფინანსური განათლების დონის ამაღლება, სესხის რესტრუქტურიზაციის პირობების გაუმჯობესება, მევახშეების, როგორც ეკონომიკის ჩრდილოვანი სეგმენტის ანალიზი და არსებული პრობლემების იდენტიფიცირება, დაბალშემოსავლიან მოსახლეობაზე იპოთეკით უზრუნველყოფილი არამიზნობრივი/სამომხმარებლო სესხების რეგულირება და აქტივების მართვის კომპანიების შესწავლა, რომლებიც პრობლემური სესხების მართვაში და უძრავი ქონების რეალიზებაში მონაწილეობენ.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2011 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მიერ სულ რეალიზებულია 11 796 უძრავი ქონება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები