ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
საერთაშორისო კომპანია Moffatt & Nichol  ანაკლიის პორტის დიზაინის შექმნაში ჩაერთო   
1 მარტი, 2017, 12:42
საერთაშორისო კომპანია Moffatt & Nichol  ანაკლიის პორტის დიზაინის შექმნაში ჩაერთო   

თბილისი (GBC) -  ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დიზაინსა და პროექტირებაზე სამუშაოდ საქართველოში წამყვანი საერთაშორისო კომპანიის, „მოფატ ენდ ნიკოლის“ (Moffatt & Nichol) წარმომადგნლები ჩამოვიდნენ. 

ექსპერტები შეხვედრებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“, საქართველოს რკინიგზის, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან მართავენ.

სამუშაო შეხვედრები მიზნად ისახავს ანაკლიის პორტის სახმელეთო ნაწილის დიზაინის დამუშავებას, რომლის შესაბამისად მუშავდება პორტთან მიმავალი საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარება და დაპროექტებაც.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის წინასწარი დიზაინი „ანაკლიის განვითარების  კონსორციუმმა“ საქართველოს მთავრობას ივნისში უნდა წარუდგინოს.

პორტის დიზაინის პროექტირებაზე კიდევ ორი საერთაშორისო კომპანია - „ვან ოორდი“ (Van Oord) და „როიალ ჰასკონინგი“ (Royal HaskoningDHV) მუშაობს, რომლებიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ერთად პორტის საზღვაო ნაწილის დიზაინს ადგენენ.

„მოფატ ენდ ნიკოლი“ საერთაშორისო ინფრასტრუქტურული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში საზღვაო ტერმინალების, ტრანსპორტის, გარემოსა და საქალაქო დაგეგმარების პროექტებშია ჩართული.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები