ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
თბილისში თვითმფრინავების ნაწილების ქარხანის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება
1 მარტი, 2017, 12:26
თბილისში თვითმფრინავების ნაწილების ქარხანის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება

თბილისი (GBC) - საპარტნიორო ფონდისა და ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-ის ერთობლივი პროექტი, სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის (ATC) მშენებლობა აქტიურ ფაზაში გადავიდა.

“საპარტნიორო ფონდის” ცნობით, უკვე  დასრულებულია დეტალური პროექტირება, მანქანა-დანადგარების სპეციფიკაციების მომზადება და მოლაპარაკებები მათ მომწოდებლებთან. კვირის ბოლოს დასრულდება მიწის საექსკავაციო პროცესი, რის შემდეგ იწყება საწარმოს შენობის სამშენებლო სამუშაოები.

სამშენებლო პროცესი სამი ეტაპისგან შედგება. გეგმის თანახმად, საწარმოს შენობის მშენებლობა და მისი დანადგარებით აღჭურვა 2017 წლის ბოლომდე გაგრძელდება, ხოლო Boeing-ის მიერ ქარხნის სერტიფიკაციის პროცესი 2018 წლის ივნისში უნდა დასრულდეს. 

ქარხნისთვის უკვე შეკვეთილია თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტის მქონე დანადგარები და მოწყობილობები, რომლებიც Elbit Cyclone-ის კვალიფიციურმა სპეციალისტებმა შეარჩიეს. უკვე დაწყებულია სპეციალისტების გადამზადების პროცესი, რომელიც მოიცავს ტრენინგს თვითმფრინავების სხვადასხვა კომპოზიტური ნაწილების წარმოების მიმართულებით და ისრაელში ტარდება.

შეგახსენებთ, ქარხანაში (ATC) დამზადდება სამოქალაქო თვითმფრინავის კომპოზიტური დეტალები, მათ შორის აეროდინამიკური ზედაპირი, კარი, საკონტროლო პანელი და სხვა ნაწილები. საწარმოში შექმნილი პროდუქციის პოტენციური მომხმარებლები იქნებიან ავიაციის ინდუსტრიის ისეთი მსხვილი მოთამაშეები, როგორებიცაა Boeing, Airbus, Bombardier და სხვები.

საწარმოში წარმოებული პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული. პროდუქციის გამოშვებას ქარხანა 2018 წლიდან დაიწყებს.

საწარმოს სამშენებლო სამუშაოებზე ეტაპობრივად დასაქმდება 100-მდე ადამიანი. საბოლოო ჯამში 85 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროექტი დაასაქმებს 200-მდე ადგილობრივს, მათ შორის ქარხნის გაშვების მომენტისთვის გადამზადებული და დასაქმებული იქნება 80 შესაბამის კადრი.

ქარხანის (ATC) მშენებლობას ოპერირებას უწევს საპარტნიორო ფონდის და Elbit Systems - Cyclone-ის მიერ ერთობლივად დაფუძნებული JSC Aerostructure Technologies Cylone (ATC). ქარხნის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს ქართული სამშენებლო კომპანია შპს „ანაგი“ და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანია „აი-სი-ი-ეს-ი“.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები