ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ტურიზმისა და მომსახურების სექტორის მენეჯერებისთვის ტრენინგი გაიმართება
28 თებერვალი, 2017, 15:00

თბილისი (GBC) - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად (IHK) მომსახურების სექტორის წარმომადგენლებისთვის სემინარების სერიას იწყებს.

თრენინგები და ვორქშოფები სხვა და სხვა ბიზნეს-სექტორში დასაქმებული მენეჯერებისთვის და სპეციალისტებისთვის არის განკუთვნილი.

სემინარების სერიის პირველი ღონისძიება ქალაქ ზუგდიდში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ დაარსებული DCFTA-საინფორმაციო ცენტრის ოფისში გაიმართება.

პალატების მიერ დაგეგმილი საერთო პროგრამა საბოლოო ჯამში ტურიზმისა და მომსახურების სექტორის წარმომადგენლებს გადაამზადებს, ასევე, გამოცდილებას გაუზიარებს ინდუსტრიისა და საგანმანათლებლო ინსტიტუტებში სფეროში დასაქმებულ პირებს.

პირველი ღონისძიება, რომელიც 2017 წლის 2 მარტს გაიმართება, ფოკუსირებულია ტურიზმისა და მომსახურების სექტორის მენეჯერთა გადამზადებაზე. სემინარს გაუძღვება ორი ექსპერტი გერმანიიდან - კემპტონის უნივერსიტეტის პროფესორი- არმინ ბრიში და DSFT-ს ტრენერი ტურიზმის დარგში - კრისტინ გარბი.

ისინი სემინარის მონაწილეებს საერთაშორისო მომსახურების სექტორის შესახებ საკუთარ ხედვებს გააცნობენ და გამოცდილებას გაუზიარებენ. ასევე, დაეხმარებიან სერვისების დახვეწის კუთხით ეფექტური სტრატეგიის შემუშავებაში.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები