ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საქართველო არის ადგილი სადაც გინდა აკეთო ბიზნესი- ამერიკული APV თბილისში ფილიალს ხსნის
28 თებერვალი, 2017, 10:42
საქართველო არის ადგილი სადაც გინდა აკეთო ბიზნესი- ამერიკული  APV თბილისში ფილიალს ხსნის

თბილისი (GBC) - ამერიკული ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია Agile Precis Ventures, Inc. (APV) საქართველოში ფილიალს მარტში გახსნის.

ამ მიზნით APV-ს დამფუძნებელი საქართველოს 4-26 მარტს ეწვევა.

კომპანიის ცნობით, ის საქართველოში უნიკალური პროგრამით შემოდის, რომელიც დაეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს ბაზრის მოთხოვნებისა და რისკების შეფასებაში. კერძოდ, კომპანია უზრუნველყოფს ფართო სერვისების სპექტრს, რომლებიც ეხმარება მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს წარმატებულ ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, რისკების ანალიზსა და მათი გადაჭრის გზების შეთავაზებაში. კომპანია ძირითადად თანამშრომლობს უსაფრთხოების, საინჟინრო, ჯანდაცვის, ბიოტექნიკის, პროდუქტებისა და სერვისების სფეროს წამომადგენლებთან.

“რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო რამაც გადაგვაწყვეტინა საქართველოში მოღვაწეობა. საქართველო არის განვითარებადი ეკონომიკის ქვეყანა, რომელსაც ვაჭრობასა და კომერციაში აქვს დიდი ისტორია. აღნიშნული ფაქტორი საქართველოს აძლევს გამოკვეთილ უპირატესობას რეგიონში.  ქვეყანას აქვს იდეალური მდებარეობა ეკონომიკის წარმატებული განვითარებისთვის და არის ძალიან პროდასავლური. ბოლო პერიოდში გატარებული სტრუქტურული და მარეგულირებელი ცვლილებები ეხმარება ბიზნესს წარმატების მიღწევაში“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი შონ ჰამილტონი, აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი საკმაოდ საინტერესო ექსპერიმენტია Agile Precis Ventures-ისათვის.

"ძნელია არ შეგიყვარდეს საქართევლოს სტუმარ-მასპინძლობა, საკვები, ღვინო და მეგობრები, რომლებსაც იძენ მომენტარულად. საქართველო არის ადგილი სადაც გინდა რომ აკეთო ბიზნესი, სადაც გინდა რომ იცხოვრო”, - ამბობს შონ ჰამილტონი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები