| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 2016 წელს, ექსპორტზე საქართველოში შემოყვანილი ავტომობილების მხოლოდ 15% გავიდა.
რუსთავის ავტობაზრობის მონაცემებით, შარშან ქვეყანაში 95 412 ავტომობილის იმპორტი განხორციელდა, ექსპორტ/რეექსპორტზე კი, მხოლოდ 16 590 ავტომობილი გავიდა.
წლიურად კლებაა 3733 ერთეული- 2015 წელს ექსპორტზე 20 323 ავტომობილი იყო გასული. „საქსტატის“ ცნობით კი, ფულად გამოსახულებაში ქვეყანამ დაახლოებით 13 მლნ იზარალა- სულ 166,6 მლნ დოლარის შემოსავალი მივიღეთ.
ავტოდილერები ბაზარზე არსებულ რთულ ვითარებაზე საუბრობენ, რომელიც 2014 წლის გაზაფხულიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა ევრო-4 სტანდარტის დაკმაყოფილება მოითხოვა ქვეყანაში შესატან ავტრომობილებზე, და ამ დრომდე ნარჩუნდება. ძირითადი იმპორტიორი სომხეთი გახდა, მცირე მოცულობები გადის უკრაინაში და აზერბაიჯანში.
აქციზის გაზრდის გამო, გაძვირდა ავტომობლების ფასიც, რამაც ქართველო მყიდველების მხრიდან მოთხოვნის შემცირებაც განაპირობა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss