| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მცხეთა – სტეფანწმინდა – ლარსის საავტომობილო გზაზე კიდევ ერთი გვირაბი აშენდება.
რუსეთთან დამაკავშირებელ გზაზე 1200 მეტრიანი გვირაბისა და მისასვლელი გზების ასაშენებლად საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კომპანიის შერჩევა უკვე დაიწყო.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება, დღგ-ს გათვალისწინებით, 59 753 149 ლარით არის განსაზღვრული, სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადა კი, 27 მარტს, 12 საათზე იწურება. სამუშაოების დასრულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წელიწადში მოხდება.
გზის ეს მონაკვეთი მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში და წარმოადგენს დიდი მნიშვნელობის სახელმწიფოებრივ და სატრანზიტო დანიშნულების გზის ნაწილს, რომელზეც ინტენსიურად მოძრაობს მძიმეწონიანი, არაგაბარიტული და ზენორმატიული წონის ავტოტრანსპორტი.
ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტამდე 3 კმ–ს დაშორებით, სწორედ, 134–ე კმ–ზე მდებარეობს დევდორაკის ხეობა, რომელიც ხასიათდება ღვარცოფული ჩამონატანით, რაც იწვევს აღნიშნულ მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობის ჩაკეტვას და ამის გათვალისწინებით გვირაბის მშენებლობა გადაწყდა, რათა მგზავრთაგადაყვანა და ტვირთის მოძრაობა შეუფერხებლად განხორციელდეს.
„დაგეგმილია მონაკვეთზე უნდა აშენდეს 1200 მ სიგრძის ახალი საავტომობილო გვირაბი და პორტალებთან მისასვლელი გზები, რაც გამორიცხავს აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებაზე, დევდორაკის ხეობაში განვითარებული ღვარცოფული მოვლენების ზეგავლენას, მისი კვლავ გამეორების შემთხვევაში“, - აცხადებენ უწყებაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss