ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
Georgian Airways ლიბანში ფრენას იწყებს
27 თებერვალი, 2017, 14:54
Georgian Airways ლიბანში ფრენას იწყებს

თბილისი (GBC) -  ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისი-ბეირუთი-თბილისი საჰაერო ხაზზე იწყებს ოპერირებას.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაგადამზიდველს ახალ მიმართულებაზე ფრენების განხორციელების ნებართვა 23 თებერვალს მიენიჭა.

ავიაკომპანიის მიერ სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, ლიბანის დედაქალაქის მიმართულებით ფრენებს Georgian Airways ორი ჩარტერული რეისის (13 და 17 აპრილი 2017 წ.) განხორციელებით იწყებს, ივნისიდან კი ავიაკომპანია მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს ყოველ კვირას, შემდეგი განრიგით შეასრულებს:

27 ივნისიდან - 13 სექტემბერის ჩათვლით: კვირაში 1 სიხშირით, ყოველ სამშაბათს;
29 ივლისიდან - 3 სექტემბრამდე შუალედში: კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს.

ფრენები ბოინგ B737-700/500 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები