ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს  
27 თებერვალი, 2017, 11:59
საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს  

თბილისი (GBC) -  ხაშური-გომის სარკინიგზო მონაკვეთის გადამკვეთ საავტომობილო მაგისტრალზე, ლითონის ხიდის მშენებლობის სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით მგზავრთა გადაყვანაში ცვლილებაა.

„საქართველოს რკინიგზა“ მატარებლების მოხსნისა და განრიგის შეცვლის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

“2017 წლის  27 თებერვლის 11 სთ.30 წთ-დან   19სთ.30 წთ.- მდე    და  28 თებერვალს  და 1 მარტს  12.00 სთ-16.00 სთ-მდე მსვლელობიდან მოიხსნა და შეეცვალა მოძრაობის განრიგი შემდეგ მატარებლებს:

27 თებერვალს  თბილისიდან და ოზურგეთი-ქუთაისიდან მსვლელობიდან მოიხსნა მატარებელი № 12/11 და №18/17 თბილისი-ოზურგეთი-ქუთაისი;  არ იმოძრავებენ სამგაზავრო მატარებელები №873  ფოთი-თბილისი და ქუთაისიდან და თბილისიდან  მატარებლები №677/678 ქუთაისი-თბილისი.

მატარებელი №686 თბილისი-ბორჯომი გაჩერდება სადგ. გომში და ფანჯრის გახსნის შემდეგ გააგრძელებს მოძრაობას. (გომში დგომის ხანგრძლივობა 55 წთ.). სამგზავრო  მატარებელი №804 თბილისი-ბათუმი  თბილისიდან გავა 18-15 (ნაცვლად 17-35). მატარებელი №874 თბილისი-ფოთი  თბილისიდან გავა 18-30 (ნაცვლად 17-50).  იმავე დღეს, საგარეუბნო მატარებელი № 606 თბილისი-ნიქოზი თბილისიდან გავა 18-37 (ნაცვლად 18-25) .

28 თებერვალს და 1 მარტს  სამგზავრო მატარებელი №11,17 ოზურგეთი-ქუთაისი-თბილისი, გაჩერდება სადგ. ხაშურში და ფანჯრის გახსნის შემდეგ გააგრძელებს მოძრაობას (ხაშურში დგომის ხანგრძლივობა 35 წთ.)”, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მენეჯმენტი მგზავრებს  შექმნილი  დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები