ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქართული სტარტაპი Vrex საფრანგეთში ჰაკათონში მიიღებს მონაწილეობას
27 თებერვალი, 2017, 10:43
ქართული სტარტაპი Vrex საფრანგეთში ჰაკათონში მიიღებს მონაწილეობას

თბილისი (GBC) – ქართული სტარტაპი Vrex-ი საფრანგეთში დაგეგმილი მნიშვნელოვანი ჰაკათონში მიიღებს მონაწილეობას.

ამ და სხვა საკითხებზე ტექნოპარკში საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩის, პასკალ მენიეს სტუმრობისას ისაუბრეს. სტუმარმა ტექნოპარკის სივრცე დაათვალიერა და გაეცნო  სააგენტოს პროექტებსა და პროგრამებს.

ელჩი ასევე,  შეხვდა სტარტაპებს და მათ საფრანგეთის მიერ შეთავაზებული პროგრამების შესაძლებლობები გააცნო, ისაუბრა საფრანგეთში დაგეგმილი მნიშვნელოვან ჰაკათონზე, სადაც   ექსკლუზიური მონაწილეობის შესაძლებლობა ,,სტარტაპ საქართველოს" მაღალტექნოლოგიური ბიზნეს იდეის ერთ-ერთ გამარჯვებულ სტარტაპს - Vrex-ს მისცეს.

Vrex საშუალებას აძლევს ტურისტებს სასურველი ტურის დაგეგმვამდე ვირტუალური რეალობის მოწყობილობების საშუალებით მოინახულოს ღირშესანიშნაობა და თანხის გადახდამდე იქონიოს წარმოდგენა სხვადასხვა შეთავაზებაზე.

ღონისძიება 2017 წლის 16 მარტს პარიზში, პარიზის მერისა და Paris & Co-ს ორგანიზებით იმართება. ჰაკათონის ფარგლებში, პარიზის მერიის დარბაზები ერთი დღის მანძილზე სტარტაპებს, დიდ კომპანიებსა და სპორტსმენებს, ისევე როგორც სხვადასხვა დიდ სპორტულ ფედერაციებსა და საერთაშორისო ექსპერტებს უმასპინძლებს.

ჰაკათონზე საერთაშორისო ინვესტორების თვალწინ, ერთმანეთის მიყოლებით ჩატარდება pitch-ისა და reverse pitch-ის სეანსები, speed dating სტარტაპებსა და მთელი მსოფლიოს დიდ კომპანიებს შორის (star-up/meet-up), იქნება სადემონსტრაციო სივრცეები (demospace), სადაც სტარტაპებს მიეცემათ შესაძლებლობა წარმოაჩინონ მათი გამოგონებები, ჩატარდება კონფერენციები და ადგილზე მოეწყობა სტარტაპების სხვადასხვა ატელიეები, პარიზი 2024-ის (ოლიმპიური თამაშების) კანდიდატურისთვის.

ჰაკათონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტარტაპებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ ვისაც სურთ ერთი დღის გატარება ინოვატორებისა და გამომგონებლების გარემოში, ფრანგი კოლეგებისა და შესაძლო ახალი ბიზნეს თანამშრომლების გაცნობა.

რეგისტრაციისთვის, ეწვიეთ მისამრთსhttp://www.hackinghoteldeville.paris

ღონისძიების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ: hacking@parisandco.com

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები