ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩა: კომპანია ჩიხში შევიდა
26 თებერვალი, 2017, 21:51
კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩა: კომპანია ჩიხში შევიდა

თბილისი (GBC) – “კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას” (CEI) უმსხვილესი აქციონერები კომპანიის ჩიხში შესვლაზე აცხადებენ და აქციონერებს მათ ხელში არსებული აქციების და GDR-ების გამოსყიდვის პირობას სთავაზობს.

კომპანიის 93% მფლობელი 4 ძირითადი აქციონერი ამბობს, რომ უკანასკნელი 2  წლის განმავლობაში საზოგადოება შევიდა ჩიხში, ამიტომ ისინი ყველა მსურველ აქციონერს აძლევს შანსს  გავიდეს საზოგადოებიდან გონივრული პირობებით.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოება გამოისყიდის საზოგადოების ყველა იმ არსებული აქციონერის ჩვეულებრივ აქციებს და გლობალურ დეპოზიტარულ ხელწერილებს (GDR), ვისაც სურს, რომ გავიდეს საზოგადოებიდან სრულად ან ნაწილობრივ.

ამასთან, საზოგადოების მიერ გამოსყიდული ჩვეულებრივი აქციების და GDR-ში დენომინირებული აქციების ჯამური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საზოგადოების განთავსებული აქციების 25%, კერძოდ, ჯამში 6 346 289 ცალ ჩვეულებრივ აქციას. იმ შემთხვევაში, თუკი აქციონერები წარადგენენ მოთხოვნას აქციათა გამოსყიდვის თაობაზე 6 346 289 ცალზე მეტ აქციაზე, საზოგადოება ვალდებული იქნება გამოისყიდოს მხოლოდ 6 346 289 ცალი ჩვეულებრივი აქცია, პროპორციულად ყველა მსურველი აქციონერისგან, რომელმაც დროულად წარადგინა მოთხოვნა აქციათა გამოსყიდვის თაობაზე;

აქციათა გამოსყიდვა მოხდება ნასყიდობის ფასით 0.42 აშშ დოლარის ოდენობით 1 ცალი ჩვეულებრივი აქციისთვის და 4.12 აშშ დოლარის ოდენობით 1 ცალი GDR-ისთვის.

აქციონერები, რომლებსაც სურთ, რომ საზოგადოებამ გამოისყიდოს მათი აქციები, ვალდებულნი არიან შეატყობინონ საზოგადოებას ამის თაობაზე არაუგვიანეს 2017 წლის 7 აპრილისა.

ამ და ასევე 5,55 მლნ დოლარის სესხის აღების საკითხზე, რომელიც „სალინკ ლიმიტედისთვის“ და „კატაპელ ლიმიტედისთვის“ აქციათა გამოსყიდვისთვის თანხის გადახდას უნდა მოხმარდეს, კომპანიის აქციონერები 17 მარტს იმსჯელებენ. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები