| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - აღსრულების ეროვნულმა ბიურომ განათლების ინოვაციური ცენტრის წევრ სტუდენტებს სააღსრულებო წარმოების შესახებ ტრენინგი ჩაუტარა.
უწყების ცნობით, ლექცია-სემინარს სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 30-მდე სტუდენტი ესწრებოდა.
მომავალმა იურისტებმა მიიღეს ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის შესახებ. გაეცნენ საქართველოს სააღსრულებო სისტემას; სააღსრულებო წარმოების მონაწილეებს და მათ სამართლებრივ მდგომარეობას; აღსრულების დაწყების სამართლებრივ საფუძვლებს; აღსრულების ეტაპებს; აღსრულების შედეგებს. გაიმართა დისკუსია და განიხილეს რეალური შემთხვევები.
სტუდენტებმა მოისმინეს პრეზენტაცაი აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისების შესახებ, მათ შორის: მოვალეთა რეესტრი, ელექტრონული აღსრულება, ფაქტების კონსტანტაცია.
პროექტის მიზანია სტუდენტებში აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო სისტემის შესახებ ცნობადობის ამაღლება; სააღსრულებო საქმიანობის შესწავლის ინტერესისა და ინიციატივის დანერგვა.
ტრენინგს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები: ეკატერინე ახალკაცი და პაპუნა პაპიაშვილი უძღვებოდნენ.
აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო სისტემის თემატიკაზე მომავალ იურისტებთან ტრენინგებს მომავალშიც განაგრძობს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss