ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოში ახალი ამერიკული კომპანია APV შემოდის
24 თებერვალი, 2017, 18:03
საქართველოში ახალი ამერიკული კომპანია APV შემოდის

თბილისი (GBC) - ამერიკული ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია Agile Precis Ventures, Inc. (APV) საქართველოში ფილიალს ხსნის.

კომპანიის ცნობით, ის საქართველოში უნიკალური პროგრამით შემოდის, რომელიც დაეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს ბაზრის მოთხოვნებისა და რისკების შეფასებაში.

კომპანია უზრუნველყოფს ფართო სერვისების სპექტრს, რომლებიც ეხმარება მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს წარმატებულ ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, რისკების ანალიზსა და მათი გადაჭრის გზების შეთავაზებაში. კომპანია ძირითადად თანამშრომლობს უსაფრთხოების, საინჟინრო, ჯანდაცვის, ბიოტექნიკის, პროდუქტებისა და სერვისების სფეროს წამომადგენლებთან.

APV-ს აღმასრულებელი დირექტორი შონ ჰამილტონი უკვე იმყოფებოდა თბილისში,   მარტის დასაწყისში ის  თბილისში  ახალი ოფისის გახსნისთვის ჩამოვა.

“რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო რამაც გადაგვაწყვეტინა საქართველოში მოღვაწეობა. საქართველო არის განვითარებადი ეკონომიკის ქვეყანა, რომელსაც ვაჭრობასა და კომერციაში აქვს დიდი ისტორია. აღნიშნული ფაქტორი საქართველოს აძლევს გამოკვეთილ უპირატესობას რეგიონში. ქვეყანას აქვს იდეალური მდებარეობა ეკონომიკის წარმატებული განვითარებისთვის და არის ძალიან პროდასავლური. ბოლო პერიოდში გატარებული სტრუქტურული და მარეგულირებელი ცვლილებები ეხმარება ბიზნესს წარმატების მიღწევაში", -აცხადებს Agile Precis Ventures-ის აღმასრულებელი დირექტორი შონ ჰამილტონი.

მისი თქმით, საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი ეკონომიკის სექტორში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები