| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - წელს პროგრამა Check in Georgia აქცენტს Black Sea Arena-ზე გააკეთებს. ივლისი-სექტემბრის პერიოდში სახელმწიფოს მხარდაჭერით დაგეგმილია ძალიან მნიშვნელოვანი მუსიკალური, სპორტული და სხვა ღონისძიებები.
„ეს გახლავთ კულტურული, სპორტული და საქმიანი ღონისძიებების ერთობლიობა, რომლის მთავარი მიზანია ქვეყანას მოუტანოს ცნობადობა, პოპულარიზაცია, რაც, რა თქმა უნდა, შემდგომში უკვე გამოიხატება საერთაშორისო ვიზიტორებისა და ტურიზმის ზრდაში. 4.5 მილიონი ლარია გათვალისწინებული, რომლის ნახევარი მოხმარდება ადგილობრივ არტისტებს, მათ მიერ შესრულებულ პროგრამებს და ღონისძიებებს, ხოლო დაფინანსების მეორე ნაწილით ჩვენს პრომოუტერებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ საერთაშორისო არტისტებისა და ქართველების ერთობლივი პროექტები“ - განაცხადა ქეთევან ბოჭორიშვილმა პარასკევს პრესკონფერენციაზე, აღნიშნა, რომ ეს იქნება კერძო და საჯარო სექტორის ძალიან კარგი თანამშრომლობა, თავისი ფინანსური თანამონაწილეობით.
პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია საბავშვო ევროვიზიის საქართველოში გამართვა, რომელსაც 20 მლნ მაყურებელი ჰყავს.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, აკაკი ლოდიას ინფორმაციით, 2017 წელს საქართველო უმასპინძლებს ისეთ საერთაშორისო-სპორტულ ღონისძიებებს, როგორებიცაა მსოფლიოს ჩემპიონატები, ევროპის ჩემპიონატები და საერთაშორისო ტურნირები.
„ჩვენ სრულად ვათვიცნობიერებთ იმ გარემოებას, რომ ტურიზმის განვითარების ზოგადი სტრატეგის ფარგლებში, სპორტული ტურიზმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამასთან, ჩვენ დაგვიგროვდა უცხოური საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის ძალიან კარგი გამოცდილება, აქედან გამომდინარე, საერთაშორისო სპორტულ კალენდარში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი დავიმკვიდრეთ. 2017 წელს 10 მსხვილი ღონისძიება ჩატარდება საქართველოში, ჩვენს ქვეყანას ეწვევა 70-მდე ქვეყნის უამრავი ვიზიტორი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას“ - აღნიშნა აკაკი ლოდიამ.
პრესკონფერენციის მონაწილეთა განცხადებით, 2017 წელს ღონისძიებების ჩატარებისთვის პრომოუტერები ინტერესთა გამოხატვის საშუალებით შეირჩევიან, რომლებიც ივნისი-სექტემბრის განმავლობაში „ბლექ სი არენაზე“ სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებას შეძლებენ.
„მომავალ კვირაში მოწვევა ინტერესთა გამოხატვის შესახებ აიტვირთება სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ ვებ-გვერდზე, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი, თუ რა პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ პრომოუტერებს. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში შოუბიზნესში ჩართული პრომოუტერების ხელშეწყობას სახელმწიფოს მხრიდან და მათ ინტეგრირებას საერთაშორისო სივრცეში. საერთაშორისო რუკაზე მონიშვნა და საქართველოში „დაჩექინება“ არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და პრომოუტერებს ეძლევათ უპრეცედენტო შანსი, ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში მიიღონ მონაწილეობა“ - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს „ბლექ სი არენას“ დირექტორმა დიმიტრი ბერიძემ.
2017 წელს დაგეგმილი ღონისძიებების დეტალურ კალენდარს საზოგადოება უახლოეს პერიოდში გაეცნობა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss