| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ხუდონჰესის პროექტის დაწყება 2017 წელსაც ვერ მოხერხდება, - წერს გაზეთი "რეზონანსი" და აღნიშნავს, რომ პროექტის განხორციელება 2018 წელსაც საეჭვოა.
გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ხუდონჰესის პროექტი გაჩერდა, ინვესტორსა და საქართველოს მთავრობას შორის მოლაპარაკებას უკავშირდება, რაც ბოლო დროს ჩიხშია შესული, ამასთან, მოსახლეობის პროტესტზე მეტად "ტრანს ელექტრიკას" პრობლემა მთავრობასთან აქვს, კონკრეტულად რაზე ვერ თანხმდებიან მხარეები, კომპანიის ტექნიკური დირექტორი დავით მირცხულავა არ ასახელებს, მაგრამ ადასტურებს, რომ პროექტი ამ ეტაპზე გაჩერებულია და წარმოდგენაც არ აქვთ, როდის შეძლებენ ჰესის მშენებლობის დაწყებას.
"ყველა სამუშაო "ხუდონჰესთან" დკავშირებით შეჩერებულია, დღესდღეობით არაფერი არ კეთდება. მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ. ყოველ შემთხვევაში, ჯერ არაფერი გადაწყვეტილა. მშენებლობა წელს ნამდვილად არ დაიწყება. რა მოხდება შემდეგ, ესეც ჯერჯერობით ძნელად სავარაუდოა. სახელმწიფოსთან მოლაპარაკება წარმოუდგენლად ჭიანურდება. დიდი აქტიურობა არც ახლაა, მაგრამ არის რიგი საკითხები, რა მიმართულებითაც მოლაპარაკებას მთავრობასთან ვაგრძელებთ", - განუცხადა "რეზონანსს" დავით მირცხულავამ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss