ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ქართველი დიზაინერი მარიამ გვასალიას კოლექცია ვენეციაში გაიყიდება
24 თებერვალი, 2017, 12:27
ქართველი დიზაინერი მარიამ გვასალიას კოლექცია ვენეციაში გაიყიდება

თბილისი (GBC) - ახალგაზრდა ქართველი დიზაინერი, მარიამ გვასალია საკუთარ კოლექციას იტალიაში გასაგზავნად ამზადებს.

ევროპული ბაზრისთვის სამოსი ქართულ ფაბრიკაში "ჯეო-ემ-ტექსში" შეიკერება. 

მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ცნობით, შეთავაზება მარიამ გვასალიამ თბილისის მოდის კვირეულზე 2016 წლის შემოდგომაზე მიიღო, კოლექცია "გაზაფხული-ზაფხული 2017" ვენეციურმა მაღაზიამ მოითხოვა. 

სრული კოლექცია მაღაზია ალდუკადაოსტაში თებერვლის ბოლოდან გაიყიდება. 

ქართული საფეიქრო ნაწარმით მოდის ინდუსტრიის საერთაშორისო წარმომადგენელების დაინტერესება სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ჩართულ კომპანიაში „ჯეო-ემ-ტექსში“ გამართული ჩვენების შედეგად მოხდა.

საწარმო, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსური და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით სარგებლობს და საფეიქრო ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიაა, რომელიც ხარისხიანი პროდუქციის წარმოებისათვის ყველა სათანადო რესურსს ფლობს და როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ტანსაცმლის  საწარმოო ხაზს აერთიანებს.

კომპანიას, თანამედროვე სტანდარტების საწარმოში, უკვე შეძენილი აქვს მაღალი ხარისხის საკერავი და საქსოვი მანქანები და თანამშრომლობს წამყვან ევროპულ კომპანიებთან, მათ შორის „მონკლერთან“.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები