ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
Google -მა კომპანია Uber უპილოტო ავტომობილის ტექნოლოგიის მოპარვაში დაადანაშაულა
24 თებერვალი, 2017, 11:23
Google -მა კომპანია Uber უპილოტო ავტომობილის ტექნოლოგიის მოპარვაში დაადანაშაულა

თბილისი (GBC)-  Google -ის შვილობილმა,  Waymo, რომელიც უპილოტო ავტომობილების მართვის ტექნოლოგიას ამუშავებს, Uber-ს და მის სტარტაპს Otto უჩივლა, ტექნოლოგიის მოპარვისთვის, - იტყობინება Business Insider.

სარჩელი სან-ფრანცისკოს სასამართლოში 23 თებერვალს შევიდა. მასში აღნიშნულია, რომ Google-ში მომუშავე ინჟინერთა გუნდმა მოიპარა სისტემის ლიდერი - ლაზერული სენსორული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ავტომობილის ორიენტაციას გარშემო არსებული ობიექტების მიმართ.

მიყენებულ ზარალს მოსარჩელე 0,5 მილიარდ დოლარად აფასებს.

მთავარი ეჭვმიტანილი ენტონი ლევანჯოვსკია, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა Google -ის უპილოტო ავტომობილის შექმნაზე, 9 წლიანი მუშაობის შემდეგ, მან კორპორაცია დატოვა და  2016 წელს  Otto  დააფუძნა, რომელიც 6 თვეში 680 მილიონად Uber-მა იყიდა.

Uber -მა განაცხადა, რომ ბრალდებას გაეცნობა და ამ საკითხს ყურადღებით განიხილავს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები