ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ანაკლიის პორტის არეალში მოქცეულ ქონებას მესაკუთრეები 15 აპრილამდე დატოვებენ
22 თებერვალი, 2017, 18:03
ანაკლიის პორტის არეალში მოქცეულ ქონებას მესაკუთრეები 15 აპრილამდე დატოვებენ

თბილისი (GBC) - ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის განსახლებაზე 87.58 მლნ ლარი დაიხარჯება. ყველა ხარჯის, მათ შორის, გაუთვალისწინებელი ხარჯების (7.7 მლნ) გათვალისწინებით კი, განსახლების ბიუჯეტი 96 ლარით განისაზღვრა.

განსახლების პოლიტიკის ჩარჩო მთავრობამ უკვე დაამტკიცა. პროექტის ფარგლებში გამოსყიდული მიწის ნაკვეთები და უძრავი ქონება მესაკუთრეებმა 15 აპრილამდე უნდა დატოვონ.

იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრე უარს იტყვის შეთავაზებულ კომპენსაციაზე, სახელმწიფოს ექსპოპრიაციის უფლება ეძლევა.  

პორტის მშენებლობის არეალში 505 მიწის ნაკვეთი და 50 საცხოვრებელი სახლი, 1 კომერციული ობიექტი და 255 სათავსო ექცევა.  

საკომპენსაციო მიწის ნაკვეთები 8 კატეგორიად დაიყო და შესაბამისად, განსხვავებული კომპენსაციები გაიცემა. კომპენსაცია გათვალისწინებულია მოსავლის, ხეხილისა და ადგილმონაცვლეობისთვისაც.

მიწის ნაკვეთებისთვის კომპენსაციის ჯამური მოცულობა 78,5 მლნ ლარია, შენობების 6.99 მლნ, ხეხილისთვის 1,06 მლნ, მესერებისთვის 0,6 მლნ, ერთწლიანი კულტურებისთვის 0,3 მლნ, ხოლო ადგილმონაცვლეობის დახმარებისთვის 0,58 მლნ.

გამოთავისუფლებული მიწის ნაკვეთები ინვესტორს გადაეცემა, რომელიც პორტის მშენებლობას შემოდგომიდან  დაიწყებს. პროექტის განხორციელებისთვის 1 051 317 კვ.მეტრია ჯამში საჭირო.

ანაკლიის პორტის მშენებლობის I ფაზა, ჯამური 339 ჰექტარიდან, 110 ჰექტარი ტერიტორიის განვითარებას გულისხმობს. წინასწარი საპროექტო გადაწყვეტილების თანახმად, I ფაზა მოიცავს ყველა ძირითადი საზღვაო და ხმელეთზე განსათავსებელი ინფრასტრუქტურული ერთეულის მოწყობას. იგეგმება ორი საკონტეინერო ნავსაბელის მშენებლობა 675 მ სიგრძის ჯებირით. კონტეინერის ტერმინალის მოწყობა უზრუნველყოფს შესაბამისი ტერიტორიის მოწყობას დასაწყობებისთვის.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები