ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სებ: ვალუტის კურსის ცვლილებასა და რეფინანსირების სესხებს შორის  პირდაპირი კავშირი არ არსებობს
21 თებერვალი, 2017, 17:00
სებ: ვალუტის კურსის ცვლილებასა და რეფინანსირების სესხებს შორის  პირდაპირი კავშირი არ არსებობს

თბილისი (GBC) - რსებობს თუ არა პირდაპირი კავშირი  ვალუტის კურსის ცვლილებას და რეფინანსირების სესხების ცვლილებას შორის? - ეროვნული ბანკი საზოგადოებისთვის კიდევ ერთ განმარტებას აქვეყნებს და მეტი სიცხადისთვის საილუსტრაციოდ, სხვადასხვა პერიოდში  გაცემული რეფინანსირების სესხები და ამავე პერიოდში ვალუტის კურსის ცვლილება მოჰყავს.

სებ-ის ცნობით, რეფინანსირების სესხები 5 იანვარს 1.30 მილიარდი ლარიდან 1.15 მილიარდ ლარამდე შემცირდა, თუმცა 5 იანვარი – 11 იანვრის პერიოდში პერიოდში ადგილი ჰქონდა დოლარის კურსის როგორც გამყარებას, ასევე გაუფასურებას. მასალაში აღნიშნულია, რომ თუ 5 იანვარს 1 დოლარი 2.6692 ლარი ღირდა, 6-ში 2.7303 ნიშნულამდე, ხოლო 7-ში 2.7674 ნიშნულამდე გაიზარდა, შემდეგ კი, შემცირდა 11 იანვრისთვის 2.7403 პუნქტამდე.

რეფინანსირების სესხები 12 იანვარს 1.15 მილიარდი ლარი იყო და მათი მოცულობა არ შეცვლილა. 12 იანვარი – 19 იანვრის პერიოდში დოლარის კურსი ლართან მიმართებაში გაუფასურდა. 12 იანვარი - 2.7395, 13 იანვარი 2.7372, 14- 2.7211, 17- 2.7084, 18 იანვარი 2.6524.

რეფინანსირების სესხები 20 იანვარს 1.15 მილიარდი ლარიდან 1.25 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. 20 – 25 იანვრის პერიოდში დოლარის კურსი ლართან მიმართებაში გამყარდა - 2.6624-დან 2.6891-მდე.

რეფინანსირების სესხები 26 იანვარს 1.25 მილიარდი ლარიდან 1.16 მილიარდ ლარამდე შემცირდა, თუმცა 26 იანვარი – 1 თებერვლის პერიოდში დოლარის კურსი ლართან მიმართებაში გამყარდა, ანუ რეფინანსირების შემცირებას არ გამოუწვევიალარის კურსის გამყარება – პირიქით – ლარი გაუფასურდა: 26.01.17 $1/2.6922 ლარი, 27.01.17- 2.6987, 28.01.17 – 2.7021, 1.02.17 – 2.7011

რეფინანსირების სესხები 2 თებერვალს 1.16 მილიარდი ლარიდან 1.10 მილიარდ ლარამდე შემცირდა. 2 – 8 თებერვლის პერიოდში დოლარის კურსი ლართან მიმართებაში გაუფასურდა, ხოლო  რეფინანსირების სესხები 9 თებერვალს 1.10 მილიარდი ლარიდან 1.06 მილიარდ ლარამდე შემცირდა. 9 – 15 თებერვლის პერიოდში ადგილი ჰქონდა დოლარის კურსის როგორც გაუფასურებას, ასევე გამყარებას.

ასეთივე ტემდენცია იყო 16-21 თებერვალს. რეფინანსირების სესხები 16 თებერვალს 1.06 მილიარდი ლარიდან 1.20 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, თუმცა ამ პერიოდში ადგილი ჰქონდა დოლარის კურსის როგორც გაუფასურებას, ასევე გამყარებას.

„დასკვნა – ვალუტის კურსის ცვლილებას და რეფინანსირების სიდიდის ცვლილებას შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს და მათი დაკავშირება არასწორია. კურსის ცვლილებას მრავალი ფაქტორის ერთობლიობა განაპირობებს” - აცხადებს მთავარი ბანკი, აღნიშნავს, რომ  ეროვნული ბანკი ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად იყენებს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს. ამ რეჟიმის პირობებში მონეტარული პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთია, რომლის ბაზარზე გადაცემაც ხორციელდება რეფინანსირების სესხებით.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები