| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თამბაქოს კონტროლის ალიანსი და დეპუტატი გუგული მაღრაძე თამბაქოს ნაწარმის და მისი აქსესუარების რეალიზაციის გამკაცრებას ითხოვს.
პარლამენტარმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების ინიცირება პარლამენტში უკვე მოახდინა, რაც აღნიშნულ პროდუქტის რეალიზაციაზე მთელ რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს.
კერძოდ, იკრძალება თამბაქოს მოწევის ან მოხმარების სხვა ფორმების დემონსტრირება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, სხვა ბეჭდური ან ელექტრონული საშუალებით, მასობრივი ჩვენებისა და თეატრალური წარმოდგენის მეშვეობით, თუ ეს არ არის ღია სივრცეში პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას კადრში მწეველის შემთხვევითი მოხვედრა.
ასევე, იკრძალებათამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარების და მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების განლაგება ვიტრინებზე, ვიტრაჟებზე, დახლსა და თაროებზე ან ნებისმიერი სხვა სახით იმგვარად, რომ იგი ხილვადია ობიექტის შიგნიდან ან გარედან.
იკრძალება თამბაქოს ნაწარმის ან მისი აქსესუარების რეალიზაცია იმგვარად, რომ ობიექტიდან მისი მიწოდება ხდება უშუალოდ ტრანსპორტში მსხდომთათვის.
ასევე რეალიზაციის მიზნით გათამაშებების მოწყობა ან საჩუქრების გაცემა.
თუ პარლამენტი კანონპროექტს მხარს დაუჭერს, მაშინ შეცდომაში შემყვან ან არასწორი წარმოდგენის შემქნელ საშუალებებს, კანონით დაემატება “სიტყვა”, “სავაჭრო ნიშანი”, “აბრევიატურა”, “გამოსახულება”, “ექსტრა”, “მენთოლი”, “ნაკლებად მძაფრი”.
ასევე 30%-დან 65%-მდე გაიზრდება სამედიცინო გაფრთხილებების მიერ თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე დაკავებული ფართობი.
განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის შემუშავება განაპირობა საქართველოში თამბაქოს აქტიური და პასიური მოხმარების მაღალი მაჩვენებლების შედეგად სიკვდილობის, დაავადებიანობის და ეკონომიკური ტვირთის მასშტაბებმა, აგრეთვე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების სრულფასოვანი აღსრულების აუცილებლობამ და საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული დირექტივებისა და რეკომენდაციების განხორციელების საჭიროებამ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss