ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
ბილ გეითსი რობოტების დაბეგვრის ინიციატივით გამოდის
18 თებერვალი, 2017, 23:26
ბილ გეითსი რობოტების დაბეგვრის ინიციატივით გამოდის

თბილისი (GBC)  - Microsoft -ის დამფუძნებელი ბილ გეითსი რობოტების დაბეგვრის ინიციატივით გამოდის, - წერს Quartz.

მილიარდერი მიიჩნევს, რომ ამ გზით ავტომატიზაციის ტემპის  და ადამიანური შრომის რობოტებით ჩანაცვლების პროცესის შენელება მოხდება.

გეითსის აზრით, რობოტებზე, რომლებიც ადამიანებს ანაცვლებენ, უნდა დაწესდეს საშემოსავლო და სოციალური გადასახადები.

"დღეს, როდესაც ადამიანი ფაბრიკაში მუშაობისას იღებს 50 ათას დოლარს, ხელფასის სახით, მისი შემოსავალი იბეგრება გადასახადებით- საშემოსავლო, სოციალური და სხვა, თუ ამავე სამუშაოს ასრულებს რობოტი, შეგვიძლია მისი შრომის დაბეგვრაზეც ვიფიქროთ“, - განაცხადა გეითსმა.

აღნიშნა, რომ ხელისუფლება მზად უნდა იყოს, რომ  ბიზნესის ბევრ სფეროში, ბევრი სამუშაო ადგილის ჩანაცვლება ფაქტობრივად, ერთდროულად მოხდება. საგადასახადო პოლიტიკა კი, საუკეთესო საშუალებაა პროცესის რეგულირებისთვის.

მილიარდერი მიიჩნევს, რომ რობოტების დაბეგვრით მოზიდული სახსრები მიმართული უნდა იყოს მცირეშემოსავლიანების,  უმუშევრების და შშმ ბავშვების დასახმარებლად.

 შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ევროპარლამენტმა რობოტების დაბეგვრის შეთავაზება არ მიიღო, თუმცა სფეროს რეგულირებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები