ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
ბიორნ ბრანზეგი: საქართველოში არის ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდის პერსპექტივა
17 თებერვალი, 2017, 18:10
ბიორნ ბრანზეგი: საქართველოში არის ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდის პერსპექტივა

თბილისი (GBC) -  გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოში ელექტროენერგეტიკული ბაზარი დროთა განმავლობაში მოგვცემს  საშუალებას, ნამახვანჰესის გამომუშავებული ელექტროენერგიის რეალიზაცია სრულად ქვეყანაშივე მოხდეს, - აცხადებს Clean Energy Group AS აღმასრულებელი დირექტორი, ბიორნ ბრანზეგი.

ბიზნესმენმა „ბიზნესკონტაქტთან“ ინტერვიუში, აღნიშნა, რომ გეგმავენ  ელექტროენერგიის ძირითადი ნაწილი, 8 თვის განმავლობაში მაინც საქართველოში დარჩეს.

ბიორნ ბრანზეგმა ამბობს, რომ ეს გათვლები „დამყარებულია რწმენაზე, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ბაზრის რეფორმირებას და ბაზარი მეტად კონკურენტული გახდება“.

მან აღნიშნა, რომ ნამახვანი და სხვა მსხვილი პროექტებიც ასევე შეუწყობს ხელს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას. შესაბამისად, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა გაიზრდება.

„მე ნორვეგიიდან ვარ და ჩვენ 5 მილიონიანი მოსახლეობა გვყავს, რომელიც წლიურად 130 ტერავატ/საათ ელექტროენერგიას მოიხმარს. საქართველოში თითქმის 4 მილიონზე მეტი ადამიანი ხართ და წლიური მოხმარება ერთ სულზე 10 ტერავატია საათში. ეს მხოლოდ 10%-ია ნორვეგიაში ერთ სულზე მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობისა. აქედან გამომდინარე, გვგონია, რომ ამ ქვეყანაში არის ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდის პერსპექტივა, რამდენადაც ქვეყანა ვითარდება“, - აღნიშნა Clean Energy Group CEO.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები