ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დამატებით 300 ადამიანს დაასაქმებს
17 თებერვალი, 2017, 17:52
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დამატებით 300 ადამიანს დაასაქმებს

თბილისი (GBC) - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  დამატებით 300 ადამიანის დასაქმებას გეგმავს. 

 22 თებერვალს, ოთხშაბათს,  „ექსპო ჯორჯიაში“, მესამე პავილიონში კომპანია დასაქმების ფორუმს გამართავს. 

ფორუმის მიზანია ტექნიკური, კომერციული და ადმინიტრაციული მიმართულებებით  განვითარებაზე ორიენტირებული სპეციალისტების მოზიდვა, შერჩევა და დასაქმება.

ტრადიციულად, პროექტის მხარდამჭერია სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელმაც  მათ სისტემაში რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს (www.worknet.gov.ge) ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ არსებული აქტუალური ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და დასაქმების ფორუმზე მოიწვია.

ასევე დასაქმების ფორუმის აქტიური მხარდამჭერები არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და თბილისის საკრებულო.

ღონისძიებაზე  კანდიდატებს საშუალება ექნებათ სასურველი ვაკანსიის შესახებ  დეტალური ინფორმაციის მისაღებად კომპანიის დარგობრივი მიმართულების ექსპერტებს  გაესაუბრონ.  

დასაქმების მსურველებმა სასურველია ონლაინ რეგისტრაცია, წინასწარ, კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე და ფეისბუქ გვერდზე გაიარონ.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, 2017 წელი, წინა წელთან შედარებით, გაორმაგებული ინვესტიციებით დაიწყო, რაც თავის მხრივ ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის  -  80 მლნ ლარზე მეტის  ინვესტიციას გულისხმობს.

კომპანიის ძირითადი საინვესტიციო მიმართულება ინფრასტრუქტურის განვითარება და განახლებაა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები