ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
Clean Energy: ნამახვანჰესი ალბათ ყველაზე იაფი ჰესია, რომლის განვითარებაც ახლა საქართველოშია შესაძლებელი
17 თებერვალი, 2017, 17:45
Clean Energy: ნამახვანჰესი ალბათ ყველაზე იაფი ჰესია, რომლის განვითარებაც ახლა საქართველოშია შესაძლებელი

თბილისი (GBC) – ნამახვამჰესის პროექტში გამოწვევები ძირითადად სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხებიდან მოდის“, - განაცხადა Clean Energy Group AS აღმასრულებელი დირექტორმა, ბიორნ ბრანზეგმა „ბიზნესკონტაქტთან“ ინტერვიუში, აღნიშნა, რომ  სწორედ ამ მიმართულებით აპირებს კომპანია ბევრი დროის და რესურსის დახარჯვას.

ნორვეგიული კომპანიის CEO ამბობს, რომ გეგმავენ პროექტი რაც შეიძლება სწრაფად დაიწყონ.

„გვაქვს მშენებლობის და გარემოსდაცვითი ნებართვა, ასევე კონკრეტული პირობები უკვე განსაზღვრულია სახელმწიფოს მიერ. ახლა დარჩენილია სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხების მოგვარება, ასევე პროექტის დამფინანსებელი ფინანსური ინსტიტუტების იდენტიფიცირება. ამის შემდეგ დავიწყებთ მშენებლობას და იმედი გვაქვს ეს მომავალი წლიდან მოხერხდება, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია პროექტის ფინანსირების პროცესზე და შესაბამის ვადებზე“, - აცხადებს ბრანზეგი, აღნიშნავს, რომ მიუხედავად მსხვილი საინვესტიციო მოცულობისა ($750 მლნ), პროექტი მიმზიდველია ეკონომიკური გადმოსახედიდან, „რადგან ალბათ ყველაზე იაფი ჰესია, რომლის განვითარებაც ახლა საქართველოშია შესაძლებელი“.

„თუ შევადარებთ ელექტროენერგიის ყველა სხვა არსებულ წყაროს და მათ მიერ გამომუშავებულ ენერგიას, ეს ყველაზე დაბალდანახარჯიანია. ადვილია მისი მშენებლობა, მაგალითად, შუახევის პროექტთან შედარებით, სადაც 38 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა დაგვჭირდა. ამ შემთხვევაში მხოლოდ 4 კილომეტრი დაგვჭირდება, ანუ ეს ნაკლებად რთული პროექტია“, - აღნიშნავს ბიზნესმენი.

მისი თქმით, პროექტი რეზერვუარის მშენებლობას მოიცავს და ასეთ პროექტებს ყოველთვის თან ახლავს გარკვეული შედეგები სოციალური და გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით, თუმცა მოხდება რისკების დეტალური შესწავლა და მათი მაქსიმალურად განეტრიალება.

ინვესტორი მიიჩნევს, რომ სასურველია მოხდეს ნებართვების გაცემის გამარტივება, რაც ინვესტორებს გადაწყვეტილებას გაუმარტივებს.

„ნორვეგიაში როდესაც გარემოსდაცვით და სამშენებლო ნებართვას იღებ, ამასთან ერთად იღებ ყველა სხვა საჭირო ნებართვასაც, რაც საქმიანობას გიმარტივებს და დროში არ გაფერხებს. საქართველოში ეს განსხვავებულად ხდება: იღებ სამშენებლო და გარემოსდაცვით ნებართვას, მაგრამ ყველა სხვა საჭირო ნებართვა ცალ-ცალკე უნდა მოიპოვო. ამ პროცესის გამარტივება ან ერთიან ნებართვაში თავმოყრა ვფიქრობ ინვესტორებს გადაწყვეტილების მიღებას გაუადვილებს“, - აცხადებს ბიორნ ბრანზეგი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები