| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საყოველთაო დაზღვევაში კერძო კომპანიების ჩართვის აუცილებლობაზე საუბრობენ მოძრაობა თავისუფლებისთვის -ევროპულ საქართველოში.
დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ სერგეენკოს მორიგი “რეფორმა“ შეიცავს რისკს, ასიათასობით მოქალაქის კატასტროფული ხარჯების დაფინანსების გარეშე დარჩეს.
ამბობს, რომ ბაზების განახლებასა და კერძო და სახელმწიფო დაზღვევით მოსარგებლეთა გამიჯვნაზე მთავრობის გადაწყვეტილება კერძო სადაზღვევო პაკეტებს 20-30 % გააძვირებს, მოსახლეობის ნაწილს, 2013 წლის მსგავსად, დაზღვევის გარეშე დატოვებს. სადაზღვევო მომსახურების გაძვირება კი, კერძო დაზღვეულთა რაოდენობას შეამცირებს.
”გამოსავალი არის ერთადერთი, რომ საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული ადამიანების ნაწილი მაინც, მათი ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მათი დაზღვევის ადმინისტრირება სახელმწიფომ მისცეს სადაზღვეო კომპანიებს, ეს გამოიწვევდა ფინანსური და ჯანრთელობის რისკების იმ გაზავებას, რომ არ დაზარალდებოდა არც პაციენტი, არ დაზარალდებოდა არც საავადმყოფო და არ დაზარალდებოდნენ არც სადაზღვეო კომპანიები”, - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი და მინისტრს მოუწოდებს გადადგას ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი და „კონფლიქტის მაგივრად, რომელშიც ის შესულია მესამე წელია, სადაზღვეო სექტორთან, პირიქით, გამოიყენოს სადაზღვეო სექტორის პოტენციალი“.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss