ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საპარტნიორო ფონდის დახმარებით 5 სტარტაპი იწყება
17 თებერვალი, 2017, 12:28
საპარტნიორო ფონდის დახმარებით 5 სტარტაპი იწყება

თბილისი (GBC) - საპარტნიორო ფონდის მხარდაჭერით 5 სტარტაპი იწყება -  „სტარტაპ საქართველოს" პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში კიდევ 5 გამარჯვებული  პროექტი გამოვლინდა.

გამარჯვებულ პროექტებს შორისაა აკრილის ხელოვნური ქვის გადამამუშავებელი საწარმო; ხის მერქნის ზედაპირის დაფარვა პოლიმერული მასალით ელექტრო-სტატიკური მეთოდით; სამედიცინო შპადელების წარმოება; ღვინის ჩაის წარმოება; Veggie Press - ნატურალური წვენის წარმოება ინოვაციური რეცეპტით.

ფონდის მენეჯმენტი აცხადებს, რომ  თითოეული პროექტი შეიცავს ინოვაციურობის ელემენტებს, ემსახურება საქართველოს ბაზარზე ნაკლებად ათვისებული, ან სრულიად ახალი პროდუქციის, მომსახურების ან ტექნოლოგიის დანერგვას და იმპორტის ჩანაცვლებას.

თითოეული გამარჯვებული პროექტი 100 000 ლარის ფარგლებში დაფინანსდება.

საერთო ჯამში ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ კომპონენტებში „სტარტაპ საქართველოს“ 70 გამარჯვებული ჰყავს.

გამარჯვებული პროექტების ავტორები უკვე მუშაობენ საკუთარი იდეების განხორციელებაზე.

ერთ-ერთი მათგანი - ინოვაციური დიზაინის დეკორატიული აგურის წარმოების პროექტი პირველ პროდუქციას მარტში გამოუშვებს და ადგილობრივ ბაზარს მოამარაგებს.

„სტარტაპ საქართველო“ პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში ბიზნეს პროექტებსა და აპლიკაციებს უწყვეტ რეჟიმში იღებს.

განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge დამატებითი ინფორმაციისთვის მუშაობს ცხელი ხაზი: 2 30 59 15. 

ასევე „სტარტაპ საქართველო“ აპლიკანტებისთვის ღია კარის დღეს ყოველთვიურად მართავს.  პერიოდულად დაიგეგმება ტრენინგები იმ აპლიკანტებისთის, რომლებიც „სტარტაპ საქართველოს" ვებ-გვერდზე (startup.gov.ge) ელექტრონულ რეგისტრაციას გაივლიან. 

 
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები