ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სემეკი: ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები არ გაზრდილა
17 თებერვალი, 2017, 12:12
სემეკი: ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები არ გაზრდილა

თბილისი (GBC) -ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გაზრდილ გადასახადებთან დაკავშირებით, სემეკი მომხმარებლებს კომისიისთვის მიმართვას ურჩევს. 

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია მედიისა და სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

კომისია მოქალაქეებს მოუწოდებს,  რომ გაზრდილ გადასახადთან დაკავშირებით მიმართონ შესაბამის გამანაწილებელ კომპანიას ან განცხადებით მომართონ კომისიას და კომისიასთან დამოუკიდებლად არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. ასევე, მოქალაქეებს კომისიაში კონსულტაციების გავლა შეუძლიათ ქოლ ცენტრის საშუალებითაც ნომერზე - 16 216.

"კომისია ინდივიდუალურად შეისწავლის მოქალაქეთა განცხადებებს და იმ შემთხვევაში თუ მოკვლევის შედეგად დადასტურდება ზედმეტი დარიცხვა, მოქალაქეებს ზედმეტად დარიცხული თანხები ჩამოეწერებათ.  კომისია აქვე განმარტავს, რომ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები არ გაზრდილა", - ნათქვამია სემეკის განცხადებაში. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები