ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
გეოლოგებმა დედამიწაზე მერვე კონტინენტი აღმოაჩინეს
17 თებერვალი, 2017, 11:43
გეოლოგებმა დედამიწაზე მერვე კონტინენტი აღმოაჩინეს

თბილისი (GBC) - გეოლოგები ირწმუნებიან, რომ დედამიწაზე მერვე კონტინენტი აღმოაჩინეს. 

Nature News-ის ინფორმაციით, კონტინენტი ზელანდია წყნარი ოკეანის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში, წყალქვეშ მდებარეობს. ამ დასკვნამდე მივიდნენ ახალი ზელანდიის, ავსტრალიისა და ახალი კალედონიის გეოლოგები. 

აღმოჩენილი კონტინენტის ფართობი 5 მლნ კმ2. მისი დიდი ნაწილი, 94% წყალქვეშაა, დანარჩენი ხილული ნაწილი კი,  ახალი კალედონიის და  ახალი ზელანდიის კუნძულებია, ჩრდილოეთით და სამხრეთით. 

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ზელანდიამ უძველესი სუპერკონტინენტი გონდვანასგან განცალკევება 100 მილიონი წლის წინ დაიწყო, რამაც გამოიწვია დედამიწის ქერქის დეფორმაცია და ამიტომ მატერიკის დიდი ნაწილი წყალქვეშ აღმოჩნდა. 

აღმოჩენის ავტორები აღიარებულ 7 კონტინენტთან ერთად (ევროპა, აზია, აფრიკა, ავსტრალია, ანტარქტიდა, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა) სიაში მერვე კონტინენტის ჩართვას ითხოვენ. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები