| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2016 წელს, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდაზე განაცხადა.
სამინისტროს ცნობით, გასულ წელს 692.2 მლნ აშშ დოლარის აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი განახორციელა, ზრდა 13%-ია. აღსანიშნავია ისიც, რომ საანგარიშო პერიოდში, 2015 წელთან შედარებით, აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტში 4%-იანი კლება აღინიშნა, ხოლო უარყოფითი სალდო აგროსასურსათო სექტორში 25%-ით შემცირდა.
"ჩვენ ვზრდით წარმოებას აგრარულ სექტორში, ხელს ვუწყობთ წარმოების ერთიანი ჯაჭვის განვითარებას, პირველადი წარმოების პროდუქციისათვის დამატებული ღირებულების შექმნას. ეტაპობრივად, ადგილობრივ ბაზარს სულ უფრო მეტი ქართული პროდუქტი მიეწოდება და ექსპორტის მაჩვენებლები იზრდება“, - აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრი.
2016 წელს ძირითადი საექსპორტო აგროსასურსათო პროდუქტები იყო: თხილი, ყურძნის ნატურალური ღვინოები, სპირტიანი სასმელები, მინერალური და მტკნარი წყალი, ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი.
სპირტიანი სასმელების ექსპორტმა, 91.8 მლნ აშ შდოლარი შეადგინა, რაც 41.5%-ით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს;
ღვინის ექსპორტმა 113.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 18.5%-ით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს;
ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტმა 36.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 83.3%-ით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს;
თევზის ფქვილის ექსპორტმა 15.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 41.8%-ით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს;
ბოსტნეულის ექსპორტმა 8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 21.8%-ით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს.
რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს. ექსპორტი 88 ქვეყანაში განხორციელდა, მათ შორის, 12.1 მლნ აშშ დოლარით (5.8%) გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტირებული აგროსასურსათო პროდუქციის ღირებულება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss