ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ხუნდაძე: ათასობით ადამიანი ორმაგი დაფინანსებით სარგებლობს, 115 000 ადამიანი კი, საბაზისო პაკეტის მიღმაა
16 თებერვალი, 2017, 15:50
ხუნდაძე: ათასობით ადამიანი ორმაგი დაფინანსებით სარგებლობს, 115 000 ადამიანი კი, საბაზისო პაკეტის მიღმაა

თბილისი (GBC) – საყოველთაო ჯანდაცვიდან კერძო სადაზღვევო პაკეტებით მოსარგებლეთა გამოჯვნას და სადაზღვევო ინდუსტრიის უარყოფით შეფასებებს  პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა  კომიტეტის პირველი მოადგილე პასუხობს.

დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფო გადავიდეს  მეორე ეტაპზე და გაიზარდოს ხარისხობრივი მაჩვენებლები.

მან ჟურნალისტებს შეახსენა 2013 წელი, როცა ქვეყანაში  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ამოქმედდა, აღნიშნა, რომ მაშინ ერთ-ერთი ინდიკატორი იყოს სწორედ ის, რომ მომხდარიყო გამიჯვნა და მოსახლეობის ის ნაწილი გაწევრიანებულიყო სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ პროგრამაში, რომელიც არანაირ დაზღვევას არ იღებდა.

„ამის შემდეგ, გარკვეული მიზეზების გამო, ზოგიერთი ბენეფიციარი ეთიშებოდა კერძო სადაზღვევო კომპანიას, თუმცა ისინი სრულად ვერ გადმოდიოდნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და რჩებოდნენ საბაზისო პაკეტის მიღმა. შედეგად მივიღეთ ის, რომ დაახლოებით 115 000 ადამიანი, რომელმაც დაკარგა კერძო სადაზღვევო კომპანიების ბენეფიციარის სტატუსი, დარჩა ამ პაკეტის მიღმა“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ და დასძინა, რომ ამავე დროს ათეულათასობით ადამიანი აღმოჩნდა ორმაგი დაფინანსების პრინციპით მოსარგებლე, რაც მისივე მოსაზრებით, დისკრიმინაციული იყო და არათანაბარ პირობებში აყენებდა მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებს. 

„ჩვენ ხელს შევუწყობთ, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიებმა ბაზარზე ფუნქციონირება გააგრძელონ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, მაგრამ ჩვენი ძირითადი მიზანი არის ის, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა იყოს ხელმისაწვდომი, ეფექტური და ხარჯთეფექტური“, - განაცხადა ხუნდაძემ. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები