| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თბილისის განვითარების ფონდმა ღვინის აღმართი N1 - ში მდებარე ისტორიული სადარბაზოს რესტავრაცია დაიწყო.
ფონდის ცნობით, სამუშაოები პროექტი „ახალი ტფილისის“ II ეტაპის ფარგლებში, ისტორიული სადარბაზოების რეაბილიტაციის მიმართულებით ხორციელდება.
რესტავრაცია უტარდება ღვინის აღმართის N1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს, რომლის მხატვრობა 2016 წელს ღვინის აღმართზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, საღებავების სქელი ფენის ქვეშ აღმოჩნდა.
სადარბაზოში აღმოჩენილი მხატვრობა XX საუკუნის დასაწყისით თარიღდება და იმდროინდელი თბილისური სადარბაზოებისთვის დამახასიათებელ ნამუშევრებს წარმოადგენს.
ფონდის ცნობით, ამჟამად, ისტორიულ სადარბაზოში საკონსერვაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რაც გულისხმობს კედლების გაწმენდას, ბზარების შევსებას და ინექტირებას.
ღვინის აღმართი N1 - ში მდებარე ისტორიული სადარბაზოს სრული რესტავრაცია 2017 წლის ზაფხულში დასრულდება
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss