| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – „თეგეტა მოტორსი“ აზერბაიჯანის ბაზარზე შევიდა.
ავტოინდუსტრიაში სერვისის მიმწოდებელი უმსხვილესი ქართული კომპანიის პირველი ფილიალი ბაქოში დღეს გაიხსნა. რამდენიმემილიონიანი ინვესტიცია „თეგეტა მოტორსმა“ ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად განახორციელა.
აზერბაიჯანის ბაზარზე ზრდის დიდ პოტენციალს ვხედავთ,- ასე ხსნის „თეგეტა მოტორსის“ კომერციული დირექტორი დიმიტრი გოზალიშვილი მეზობელ ქვეყანაში გასვლას და იქაურ ეკონომიკაში დღეს არსებული სტაგნაციური ვითარების მიუხედავად, წარმატებას პროგნოზირებს.
„ამჟამად აზერბაიჯანში ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე ბაზარზე სტაგნაციაა, ადგილია შესვლა და შემდეგ იქ ექსპანსია“, - აცხადებს მენეჯერი და აღნიშნავს, რომ „თეგეტა მოტორსს“, პორტფელში სერვისების და პროდუქტების მრავალფეროვნების გამო, არც კავკასიაში და არც ცენტრალურ აზიაში კონკურენტი არ ჰყავს.
„საქართველოს ბაზარზე ჩვენ უკვე 22 წელია აქტიურად ვოპერირებთ და დიდი წილი გვიჭირავს ბაზრის იმ სეგმენტებში, სადაც ვსაქმიანობთ. ახალი საბურავების ბაზარზე ჩვენი წილი 90%-ია, ზეთების, აკუმულატორების, მსუბუქი და სატვირთო ავტონაწილების ბაზარზე კი, 30-40%, საქართველოში ზრდის დიდ პოტენციალს ვერ ვხედავთ და ამიტომ გადავწყვიტეთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა და იქ ბიზნესის განვითარება. აზერბაიჯანი 3-ჯერ დიდი ბაზარია, არის ჩვენს მეზობლად და ძალიან მოკლე დროში შეგვიძლია მივაწოდოთ მას პროდუქცია და ამით ჩვენი კონკურენტული უპირატესობის გამოყენება. საქართველოს ადგილმდებარეობა და გამჭვირვალე საბაჟო სისტემა შესაძლებლობას გვაძლევს 1-2 დღეში განვახორციელოთ იმპორტი და აზერბაიჯანში გატანა“, - აცხადებს დიმიტრი გოზალიშვილი GBC-სთან საუბრისას.
პირველ ეტაპზე ბაქოში შედარებით მცირე ფილიალი გაიხსნა, თუმცა ადგილობრივ მომხმარებელს სრულ ავტო-ტექ მომსახურებას და საავტომობილო პროდუქტების ყველაზე დიდ არჩევანს შესთავაზებენ. მომდევნო 2-3 წელიწადში კი, ქსელის გაფართოება და დიდი ფორმატის, საქართველოს მსგავსი სერვისცენტრების აშენება იგეგმება.
აზერბაიჯანში წარმატების შემდეგ, კომპანია ცენტრალური აზიის ქვეყნების ათვისებასაც გეგმავს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss