| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის” ინიციატივით, წნორში „ახალგაზრდები ცვლილებებისთვის“ - განხორციელდა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი პროექტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით, „მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის“ (FLEX) კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა.
მიზანი, რეგიონებში, 14-18 წლის ახალგაზრდებში სამოქალაქო ჩართულობისა და მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობაა. ისინი პროექტის შედგენის და განხორციელების უნარებს დაეუფლნენ.
პროექტი წნორის სოციალური საწარმოსთან „ცოდნის კაფეს“ თანამშრომლობით რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. კონკურსით გამოვლენილი საუკეთესო მცირე პროექტი წნორში არსებულ შშმ ბავშვთა დღის ცენტრში ჩატარდა. ახალგაზრდებმა შშმ თანატოლებს უამრავი საჩუქარი მიუტანეს და საინტერესო თემებზე ისაუბრეს.
როგორც ცნობილია, „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" ახალგაზრდულ პროგრამებს/პროექტებს იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში ახორციელებს.
ნინო შუბითიძე
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss