ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
დღეს ევროკავშირი-საქართველოს  ასოცირების  საპარლამენტო  კომიტეტის სხდომა გაიმართება
15 თებერვალი, 2017, 13:51
დღეს ევროკავშირი-საქართველოს  ასოცირების  საპარლამენტო  კომიტეტის სხდომა გაიმართება

თბილისი (GBC) - ოთხშაბათს, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეოთხე სხდომა გაიხსნება, რომლის მუშაობაშიც საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციები მიიღებენ მონაწილეობას.    

სხდომა სტრასბურგში,  ევროპარლამენტში გაიმართება, რომელსაც თანათავმჯდომარეები, თამარ ხულორდავა და საჯად კარიმი უხელმძღვანელებენ.

სხდომაზე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები, ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მიმდინარეობა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გამოყენების პერსპექტივები და მისი ეკონომიკასა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ზეგავლენა განიხილება.

დეპუტატები, ასევე, დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობასა და საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზებზე იმსჯელებენ.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეოთხე სხდომა მუშაობას  16 თებერვალს დაასრულებს.

ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშესაწყობად, სხდომის ფარგლებში, განცხადება და რეკომენდაციები მიიღება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები