| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა“ (GHG) 2016 წლის წარმატებით დასრულებაზე განაცხადა.
კომპანიამ ფინანსური მაჩვენებლების ზრდაზე ინვესტორებს 15 თებერვალს აცნობა და დეტალური ანგარიში წარუდგინა.
საქართველოს ბაზარზე წამყვანმა ინტეგრირებულმა მოთამაშემ წელი 61.3 მლნ ლარის მოგებით დაასრულა (18,8 მლნ ფუნტი), წლიური ზრდა 159,7%-ია. მოგება 1 აქციაზე კი 0,39 ლარია (GBP 0,12).
GHG-ის წმინდა შემოსავალი გაიზარდა 74.8% -ით და 423,8 მლნ ლარს მიაღწია, EBITDA 78 მლნ ლარია, აქ ზრდა 39% -ია. გადასახადების დაბეგვრამდე მოგება 40,2 მილიონს შეადგენს, ზრდა 70%-ია.
კომპანიის ჯამური ღირებულება 1.54 მლრდ ლარს შეადგენს (15.02.17/ Bloomberg / GBP 467.470) .
აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ რამდენიმე მიმართულებით ბაზრის ლიდერია. კომპანია უმსხვილესია ჯანდაცვის სერვისების მიწოდებით, სამედიცინო საწოლების მიხედვით ბაზრის 23.4% იკავებს და 2017 წელს კიდევ ორი კლინიკის რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ მათ კიდევ 600 საწოლი შეემატება.
ასევე აქვს მსხვილი სააფთიაქო ქსელი და უმსხვილესია სამედიცინო დაზღვევის მიმართულებითაც (იმედი L).
კომპანიის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმატებით ივაჭრება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss