| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანს, აბდულ ლატიფ ბინ რაშიდ ალ ზაიანის შეხვდა.
მხარეებმა საქართველოსა და GCC-ის წევრ ქვეყნებს შორის პარტნიორობის საკითხები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, აღნიშნეს ვაჭრობის, ეკონომიკის, ტურიზმის, ტრანსპორტის, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის კუთხით არსებულ დინამიკაზე.
საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგს, ასევე ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს სატრანზიტო როლსა და სატრანზიტო დერეფნის შემდგომი განვითარების მიზნით ინვესტიციების განხორციელების პერსპექტივებზე.
არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ მდივნის განმარტებით, GCC-ის წევრი ქვეყნები დაინტერესებულნი არიან საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალით, რასაც მოწმობს არაბული კომპანიების გააქტიურება ქართულ ბაზარზე. მხარეთა ინფორმაციით, ივნისის თვიდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას დაიწყებს ავიაკომპანია „Gulf Air".
შეხვედრაზე განიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული მდგომარეობა და მსოფლიო უსაფრთხოების საკითხები.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss