| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ფინანსთა სამინისტროს აკადემიისა და მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის (GSMEA) ორგანიზებით მოგების გადასახადის რეფორმის შესახებ საჯარო ლექცია ჩატარდა, რომელსაც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საჯარო ლექციას ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილეც ესწრებოდა, რომელმაც შეხვედრის მნიშვნელობაზე აღნიშნა და განაცხადა, რომ მთავრობა თანამშრომლობს ბიზნეს გაერთიანებებთან, რათა მოგების გადასახადის რეფორმისა და მისი სარგებლიანობის შესახებ ბიზნესმა უკეთ შეიტყოს.
„ხვალ გადამხდელებს მოგების გადასახადის დეკლარაციის წარდგენა ახალი წესის შესაბამისად მოუწევთ. ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ისინი ამ დღეს მომზადებული შეხვედროდნენ. ამ მიზნით, ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით ათობით საჯარო შეხვედრა გავმართეთ“, - განაცხადა გიორგი თაბუაშვილმა.
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, რეფორმა კერძო სექტორს აძლევს შესაძლებლობას, მიღებული მოგება, გადასახადების ნაცვლად, მიმართონ ახალი ინვესტიციების განსახორციელებლად და დამატებითი სამუშაო ადგილების შესაქმნელად.
გიორგი თაბუაშვილმა აღნიშნა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ განხორციელებული კვლევების შესაბამისად, აღნიშნული რეფორმა ეკონომიკურ ზრდას დააჩქარებს დაახლოებით 1,5%-ით.
„რეფორმის შედეგად, მოხდება საგადასახადო ადმინისტრირების და აღრიცხვის გამარტივება, რაც ნიშნავს ბიზნესისთვის დაზოგილ თანხებს,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი თაბუაშვილმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss