ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზის პროექტირება იწყება
14 თებერვალი, 2017, 15:49
ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზის პროექტირება იწყება

თბილისი (GBC) - საავტომობილო გზების დეპარტამენტი ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზის მშენებლობაზე იწყებს მუშაობას.

უწყების ცნობით, გზა სამტრედია-ზუგდიდის შემოვლითი გზის ნაწილია. 90 კილომეტრიანი გზის მშენებლობისთვის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტების მომზადებას  კომპანია „კოქსის“ მოახდენს.

დოკუმენტების მომზადების ვადად 9 თვეა განსაზღვრული. სამუშაოების ღირებულება 1 349 743 აშშ. დოლარსა და 2 064 410 ლარს შეადგენს. პროექტირებას მსოფლიო ბანკი დააფინანსებს.

დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სამტრედია-ზუგდიდის შემოვლითი (ანაკლიის საზღვაო პორტთან მისასვლელი გზის ჩათვლით) გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, მოძრაობა გაცილებით კომფორტული გახდება, გაიზრდება მოძრაობის უსაფრთხოების დონე, შემცირდება საავტომობილო გადაზიდვების ხარჯი და გაადვილდება ტრანზიტული მოძრაობა.

„კოქსი“ ასევე მოამზადებს ძირულა-ხარაგული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის 50 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის პროექტს. 9 თვიანი კონტრაქტის ღირებულება 1 231 566 აშშ. დოლარი და 1 249 030 ლარია. სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები