| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ორშაბათის ვაჭრობაზე აშშ-ს საფონდო ინდექსებმა მორიგი რეკორდი აჩვენეს, ინდექს S&P 500-ში შევალი კომპანიების ჯამურმა კაპიტალიზაციამ კი, 20 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.
Reuters-ი მიზეზად ინვესტორთა განწყობას ასახელებს. ისინი ფსონს გადასახადების შემცირების შესახებ ტრამპის დაპირებაზე აკეთებენ და მიიჩნევენ, რომ ეს ნაბიჯი ქვეყნის ეკონომიკის ზრდას განაპირობებს.
გასულ კვირას დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში საგადასახადო რეფორმის მასშტაბურ გეგმას წარმოადგენს, ამ დაპირებამ კი, საფონდო ბაზარზე ახალ რალს მისცა სტიმული.
ტრამპის გამარჯვებიდან (8 ნოემბერი) S&P 500 9%-ით არის გაზრდილი.
Wall-Street -ზე S&P 500 -ში შემავალი ფინანსური სექტორის სუბინდექსი 1,1%-ით გაიზარდა, მათ შორის , Citigroup-ის აქციები 2,3% გაძვირდა. წარმოების სექტორში 1%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის დახურვისთვის Dow Jones -ის ინდექსი 0.7% გაიზარდა და 20.412,16 პუნქტს მიაღწია, S&P 500 -მა 0,52 %-ით, 2.328,25 პუნქტამდე მოიმატა, Nasdaq Composite-ი 0,52 %-იანი ზრდის შემდეგ, 5.763,96 ნიშნულზე დაიხურა.
Apple-ის აქციები 0,9 % გაძვირდა. Verizon Communications -ის კოტირება კი, 0.9% შემცირდა, კომპანიამ ულიმიტო სატარიფო გეგმის დაბრუნება დააანონსა და ამით ახალი საფასო ომის საფრთხე გააჩინა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss